ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური სკოლის ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემა

გუშინ იტალიის რეზიდენციაში გაიმართა 1996 წელს თბილისში დაარსებული იტალიური სკოლა “ცისკრის” ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია. ელჩმა ენრიკო ვალვომ და სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ, მასწავლებლებისა და მშობლების თანდასწრებით დიპლომები გადასცეს პირველ ხუთ მოსწავლეს, რომლებმაც იტალიური სკოლის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იტალიაში განათლების მიღების მსურველთათვის – იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი შესაძლებლობას აძლევს სკოლა “ცისკრის” მოსწავლეებს, ჩაირიცხონ იტალიურ უნივერსიტეტებში სწავლისთვის აუცილებელი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ელჩმა ენრიკო ვალვომ აღნიშნა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა სკოლა “ცისკრის” ხანგრძლივი მუშაობისა და იტალიის საელჩოს მტკიცე მხარდაჭერის შედეგია და წარმატება უსურვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლას იტალიაში ან საქართველოში გააგრძელებენ.