ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიელი ვირტუოზი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე

18-23 ოქტომბერს საქართველო უმასპინძლებს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი იტალიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, “Premio Venezia”-ის და ჰოროვიცის სახელობის კიევის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის მფლობელი იტალიელი პიანისტის, ლორენცოს დი ბელას მონაწილეობით.

შესანიშნავი მუსიკოსი, საერთაშორისო ფესტივალების “Mugellini Music Festival”, “Civitanova Classic Piano Festival”-ისა და საერთაშორისო კონკურსის “La Palma d’Oro” დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლორენცო დი ბელა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრიც გახლავთ.

19 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში იტალიელი ვირტუოზი ბახის, სკარლატის, შოპენისა და ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტის დასაწყისი 19:00სთ-ზე. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროში.