ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
11 ივლისი 2014
პროფესორ ლუიჯი მაგაროტოს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გასულ 27 ივნისს ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგს, რუსული და ქართული ლიტერატურის სპეციალისტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ბატონ ლუიჯი მაგაროტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. წოდების მინიჭების ცერემონიაზე იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ აღნიშნა, რომ პროფ. მაგაროტოს საპატივცემულოდ გამართული ღონისძიება დაემთხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს და […]

Წაიკითხე მეტი
12 ივნისი 2014
იტალიურ-ქართული არქეოლოგიური მისია შიდა ქართლის რეგიონში

2014 წლის 15 ივნისიდან ისევ შეუდგება მუშაობას ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში გვიანდელი ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეული) კულტურის კვლევასთან დაკავშირებულ პროექტს. სამუშაო ჯგუფი შედგება 20-ზე მეტი იტალიელი და ქართველი არქეოლოგის, გეომორფოლოგიის, პალეოზოოლოგიის, პალეობოტანიკისა და რადიომეტრული დათარიღების სპეციალისტისა […]

Წაიკითხე მეტი
6 ივნისი 2014
კონცერტი, რომელიც გაიმართება ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში

სამშაბათს, 10 ივნისს, 17:00 საათზე, ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც იტალიას მიეძღვნება,კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ზაზა კილასონია (კომპოზიტორი), გიორგი რევიშვილი (ფორტეპიანო), გაგა შოთაძე (ფლეიტა) და ქ. ქუთაისის N2 მუსიკალური სკოლის და ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სოლისტები.

Წაიკითხე მეტი
5 ივნისი 2014
იტალიური ტურისტული მარშრუტების ხელშეწყობა თბილისში

გასულ 29 მაისს საელჩოს კომერციულმა ატაშემ, ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო იტალიის მიმართულებით ტურიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, კერძოდ: Alitalia-ს, კურორტების Forte Village-ისა და Castel Monastero-ს, ტუროპერატორის Norma Vacanze-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციებში.ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო Alitalia-ს, Eleganzia Hotels & Spas-ასა და Norma Vacanze-ს მიერ, დაესწრნენ მრავალრიცხოვანი ქართული ტურისტული სააგენტოები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ტურისტული მომსახურების პაკეტებში ჩართონ აღნიშნული […]

Წაიკითხე მეტი
3 ივნისი 2014
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება

გასულ 13 მაისს საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაში “DCFTA: მოლოდინი, ბენეფიტები და გამოწვევები”.პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (რომლის ხელმოწერა იგეგმება 27 ივნისს ქ. ბრიუსელში) დაკავშირებული და კომპანიებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, განთავსებულია […]

Წაიკითხე მეტი
28 მაისი 2014
“ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხისმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია

გასულ 23 მაისს იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა “ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხიმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია.“ფასეულობის გაზიარება ფასეულობის შესაქმნელად” სათაურის მქონე დოკუმენტი ასახავს “ფერეროს ჯგუფის” სტრატეგიებს, მიზნებს 2020 წლისათვის, მიღწეულ შედეგებსა და მომავლის გამოწვევებს.პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ სიტყვა იტალიის ელჩმა ფავიმ გადასცა.“ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორის არდუინო ბორგონიოს მიერ კომპანიის სტრატეგიების […]

Წაიკითხე მეტი
20 მაისი 2014
ელჩი ფედერიკა ფავისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა

გასულ 16 მაისს ელჩი ფედერიკა ფავი შეხვდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს.ელჩმა ფავიმ ხაზი გაუსვა იტალიური კომპანიების ინტერესს ქართული უწყებების მიერ დაწყებული ინფრასტრუქტურული (მათ შორის, საგზაო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული) პროექტების მიმართ.საქართველო, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, წარმოადგენს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) და რუსეთსა და თურქეთს (ჩრდილოეთ-სამხრეთის […]

Წაიკითხე მეტი
16 მაისი 2014
ელჩის ფედერიკა ფავის მონაწილეობა თბილისში “მარელას” სავაჭრო პუნქტის გახსნაში

გასულ 9 მაისს ელჩმა ფედერიკა ფავიმ და საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღეს იტალიური ბრენდის “მარელას” სავაჭრო პუნქტის გახსნაში.“მარელას” მაღაზია მდებარეობს თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, პუშკინის ქ. 1/3. მაღაზიის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიას და მათ გააქტიურებას საქართველოში.     

Წაიკითხე მეტი
8 მაისი 2014
შეხვედრა “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის

გასულ 2 მაისს შედგა შეხვედრა იტალიის ელჩ ფედერიკა ფავის, “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორ არდუინო ბორგონიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.შეხვედრაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დოქტორ ბორგონიოს თან ახლდა “აგრიჯორჯიას” გენერალური მენეჯერი ინჟინერი დანიელ დელაჩა. “აგრიჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია “ფერერო”, დაფუძნდა 2007 წელს ქართული კანონმდებლობის თანახმად […]

Წაიკითხე მეტი
7 მაისი 2014
იტალიური და ქართული მუსიკის საღამო

15 მაისს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება იტალიური და ქართული მუსიკის საღამო.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომპოზიტორები ზაზა კილასონია და მერაბ მამულაშვილი, გაგა შოთაძე (ფლეიტა) და ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იტალიური კულტურის ცენტრს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: : cci.tbilisi@gmail.com

Წაიკითხე მეტი