ელჩმა ფავიმ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად, გახსნა იტალიურ-ქართული ენერგეტიკული ფორუმი, რომელიც გაიმართა გასულ 2 ივლისს ქ. თბილისში.
ენერგეტიკის სფეროში ორმხრივ დონეზე საქართველოში პირველად ჩატარებული ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია “Nomisma Energia”-ის მიერ “თიბისი ბანკსა” და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან (GEDF) თანამშრომლობითა და თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქართულმა და იტალიურმა ინსტიტუციებმა და კომპანიებმა, რომელთა შორის იყვნენ “Olidata Spa”, “Enel” და “Geodata”.