ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება

7 ივლისს საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” ჩატარდა სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის განმავლობაში მიღებული შედეგების პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საელჩოს კომერციულმა ატაშემ. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული “მეწარმეობის განვითარების სააგენტო” და “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”. საწარმოების მხარდასაჭერად ამოქმედებული პროგრამის მიზანია ახალი საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ხელშეწყობა-გაძლიერება გამარტივებული სესხების, ინფრასტრუქტურებსა და საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის  მეშვეობით.
პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს დირექტორის, გიორგი ციკოლიას თქმით, დაიწყო 82 პროექტი, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონ ლარს შეადგენს და შეიქმნა 5 ათასი სამუშაო ადგილი. ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ცხრა რეგიონში ხორციელდება, ეხება მრეწველობის (60 პროექტი, 160 მილიონი ლარი) და სოფლის მეურნეობის (22 პროექტი, 88 მილიონი ლარი) დარგებს.
ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული: http://www.economy.ge/en/media/news/summarizing-event-of-the-one-year-results-of-state-program-produce-in-georgia-was-held-at-expogeorgia