ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ვიზის მისაღებად თითის ანაბეჭდის წარდგენის ახალი პროცედურა

შენგენის ზონის ქვეყნებს შორის მოკლევადიანი (180 დღიდან მაქსიმუმ 90 დღე) ვიზების მონაცემთა გავცლის მიზნით, 2015 წლის 23 ივნისიდან ამ ქვეყნების საქართველოში მოქმედ საკონსულო განყოფილებებში “სავიზო ინფორმაციის სიტემა” (VIS) ამოქმედდა.

“სავიზო ინფორმაციის სიტემა” (VIS) უზრუნველყოფს უკანასკნელი  5 წლის განმავლობაში  თითოეული განმცხადებლის მიერ  გაკეთებული შენგენის  ვიზის ყველა  მოთხოვნის  მონაცემთა შენახვას. სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება თითოეული განმცხადებლის თითის ანაბეჭდების აღება, რომლებიც შემდგომ მონაცემთა ბაზაში იქნება შეტანილი. ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან აცილებულ იქნას განმცხადებლის  “პირადობის ქურდობა” და არასწორი იდენტიფიკაცია, რასაც შეიძლება ვიზის მიღების უფლების მქონე პირისთვის მისი პირადობის დადგენის შეუძლებლობის გამო  ვიზის გაცემაზე უარის საფუძველი გახდეს.


დამატებითი ინფორმაციის მიღება   “სავიზო ინფორმაციის სისტემა” (VIS) ფუნქციონირებასთან და შემოღებულ სიახლეებთან  დაკავშირებით   შეგიძლიათ საქართველოში  ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკომისიის მიერ სპეციალურად მომზადებულ შემდეგ საინფორმაციო  მასალაში:
 
– ცვლილებები შენგენის სავიზო განაცხადების შეტანის პროცესში (მომზადებულია ევროკავშირის დელეგაციის მიერ );
Leaflet (მომზადებულია ევროკომისიის მიერ, თანდართული თარგმანით ქართულ ენაზე);
Factsheet (მომზადებულია ევროკომისიის მიერ).
 
ინფორმაცია ხელმისაწვდომია აგრეთვე იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებ გვერდზე:
 
http://www.esteri.it/mae/en/ministero/servizi/stranieri/ingressosoggiornoinitalia/vis.html/