იტალიური ენის მეთოთხმეტე მსოფლიო კვირეული
თბილისი – იტალიის საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ 20-25 ოქტომბერს ჩატარდება იტალიური ენის მეთოთხმეტე მსოფლიო კვირეული.ღონისძიებაში, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩართულნი არიან იტალიური კულტურული და დიპლომატიური წრეები.წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იწერება ახალი ევროპა: იტალიელი გამომცემლები, ავტორები და მკითხველები ციფრულ ეპოქაში”. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება […]
Წაიკითხე მეტისს Selex ES-ის ვიზიტი საქართველოში
30 სექტემბრიდან (სამშაბათი) 3 ოქტომბრამდე (პარასკევი) თბილისში იმყოფებოდნენ სს Selex ES-ის წარმომადგენლები. სს Selex ES წარმოადგენს ჯგუფი Finmeccanica-ს კომპანიას, რომელიც მსოფლიო ლიდერია მაღალი ტექნოლოგიების სისტემებისა და სენსორების წარმოებაში. ვიზიტის მიზანი იყო სს Selex ES-ის პროდუქციის გაცნობა ქართული ინსტიტუციებისათვის. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდა ქართულ კომპანია “საქაერონავიგაციას”, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვას ახორციელებს. 2004 წელს […]
Წაიკითხე მეტიკომპანია DemacLenko-სთან გაფორმდა ხელშეკრულება გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიწოდების თაობაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იტალიაში ვიზიტისას ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას “გუდაურის განვითარების სააგენტოსა” და იტალიურ კომპანია DemacLenko-ს შორის გუდაურისა და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტებისათვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიწოდების თაობაზე. გუდაურის გათოვლიანების პროექტი ითვალისწინებს სრულად ავტომატიზირებული სისტემის დამონტაჟებას, რომელიც შედგება 29 თოვლის თოფისგან, 29 მინაპლასტიკისგან დამზადებული ჭის, 1300 მეტრი სიგრძის მილებისა […]
Წაიკითხე მეტიიტალიური მონაწილეობა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალში (2014 წლის 14-21 სექტემბერი)
თბილისი – იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება იტალიური ფილმი “უცნაურია, გერქვას ფედერიკო” (რეჟ. ეტორე სკოლა).ფილმი ნაჩვენები იქნება ორშაბათს, 15 სექტემბერს, ბათუმის კინოთეატრ “აპოლოში” (დასაწყისი 23:00 საათზე).ფესტივალის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.biaff.orgიტალიის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საელჩოს 2014 წლის კულტურული საქმიანობის სპონსორებს: სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” […]
Წაიკითხე მეტიელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო სავაჭრო ქსელ “გუდვილში” იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტის” საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას
ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო სავაჭრო ქსელ “გუდვილში” იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტის” საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციასგასულ 6 სექტემბერს ელჩმა ფავიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაში. საქმე ეხება გასულ 20 აგვისტოს გაფორმებულ წინასწარ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, სავაჭრო ქსელის “გუდვილის” 60%-იანი წილის მფლობელი იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტი” ხდება. კომპანიის ხელმძღვანელმა ალესანდრო აზაისმა ყურადღება გაამახვილა “გუდვილის” უკანასკნელ თვეებში […]
Წაიკითხე მეტისაქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით
გასულ 17 ივლისს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება.ამ შედეგის მიღწევაში იტალიას დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან შეთანხმება მომზადდა ჩვენი კულტურული საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე, საქართველოს კულტურის მინისტრ ოდიშარიასა და საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოს თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი […]
Წაიკითხე მეტიიტალიის ელჩის მონაწილეობა ქართველ მუსლიმთა კავშირისა და საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ იფთარის ვახშამზე
გასულ 3 ივლისს იტალიის ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ ქართველ მუსლიმთა კავშირთან ერთობლივად ორგანიზებულ იფთარის ვახშამში. ღონისძიების მსვლელობისას წარმოთქმულ სიტყვაში ელჩმა საქართველოს მუსლიმებს რამადანის თვე მიულოცა და აღნიშნა ის მნიშვნელობა, რომელსაც იტალია რელიგიურ თავისუფლებას ანიჭებს.ვახშამში მონაწილეობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც მიიღეს.Georgian muslims union-ıtalıa
Წაიკითხე მეტიპროფესორ ლუიჯი მაგაროტოს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
გასულ 27 ივნისს ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგს, რუსული და ქართული ლიტერატურის სპეციალისტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ბატონ ლუიჯი მაგაროტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. წოდების მინიჭების ცერემონიაზე იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ აღნიშნა, რომ პროფ. მაგაროტოს საპატივცემულოდ გამართული ღონისძიება დაემთხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს და […]
Წაიკითხე მეტიიტალიურ-ქართული არქეოლოგიური მისია შიდა ქართლის რეგიონში
2014 წლის 15 ივნისიდან ისევ შეუდგება მუშაობას ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში გვიანდელი ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეული) კულტურის კვლევასთან დაკავშირებულ პროექტს. სამუშაო ჯგუფი შედგება 20-ზე მეტი იტალიელი და ქართველი არქეოლოგის, გეომორფოლოგიის, პალეოზოოლოგიის, პალეობოტანიკისა და რადიომეტრული დათარიღების სპეციალისტისა […]
Წაიკითხე მეტიკონცერტი, რომელიც გაიმართება ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში
სამშაბათს, 10 ივნისს, 17:00 საათზე, ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც იტალიას მიეძღვნება,კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ზაზა კილასონია (კომპოზიტორი), გიორგი რევიშვილი (ფორტეპიანო), გაგა შოთაძე (ფლეიტა) და ქ. ქუთაისის N2 მუსიკალური სკოლის და ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სოლისტები.
Წაიკითხე მეტი