იტალიური ტურისტული მარშრუტების ხელშეწყობა თბილისში
გასულ 29 მაისს საელჩოს კომერციულმა ატაშემ, ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო იტალიის მიმართულებით ტურიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, კერძოდ: Alitalia-ს, კურორტების Forte Village-ისა და Castel Monastero-ს, ტუროპერატორის Norma Vacanze-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციებში.ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო Alitalia-ს, Eleganzia Hotels & Spas-ასა და Norma Vacanze-ს მიერ, დაესწრნენ მრავალრიცხოვანი ქართული ტურისტული სააგენტოები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ტურისტული მომსახურების პაკეტებში ჩართონ აღნიშნული […]
Წაიკითხე მეტიევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება
გასულ 13 მაისს საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაში “DCFTA: მოლოდინი, ბენეფიტები და გამოწვევები”.პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (რომლის ხელმოწერა იგეგმება 27 ივნისს ქ. ბრიუსელში) დაკავშირებული და კომპანიებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, განთავსებულია […]
Წაიკითხე მეტი“ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხისმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია
გასულ 23 მაისს იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა “ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხიმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია.“ფასეულობის გაზიარება ფასეულობის შესაქმნელად” სათაურის მქონე დოკუმენტი ასახავს “ფერეროს ჯგუფის” სტრატეგიებს, მიზნებს 2020 წლისათვის, მიღწეულ შედეგებსა და მომავლის გამოწვევებს.პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ სიტყვა იტალიის ელჩმა ფავიმ გადასცა.“ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორის არდუინო ბორგონიოს მიერ კომპანიის სტრატეგიების […]
Წაიკითხე მეტიელჩი ფედერიკა ფავისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა
გასულ 16 მაისს ელჩი ფედერიკა ფავი შეხვდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს.ელჩმა ფავიმ ხაზი გაუსვა იტალიური კომპანიების ინტერესს ქართული უწყებების მიერ დაწყებული ინფრასტრუქტურული (მათ შორის, საგზაო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული) პროექტების მიმართ.საქართველო, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, წარმოადგენს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) და რუსეთსა და თურქეთს (ჩრდილოეთ-სამხრეთის […]
Წაიკითხე მეტიელჩის ფედერიკა ფავის მონაწილეობა თბილისში “მარელას” სავაჭრო პუნქტის გახსნაში
გასულ 9 მაისს ელჩმა ფედერიკა ფავიმ და საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღეს იტალიური ბრენდის “მარელას” სავაჭრო პუნქტის გახსნაში.“მარელას” მაღაზია მდებარეობს თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, პუშკინის ქ. 1/3. მაღაზიის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიას და მათ გააქტიურებას საქართველოში.
Წაიკითხე მეტიშეხვედრა “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის
გასულ 2 მაისს შედგა შეხვედრა იტალიის ელჩ ფედერიკა ფავის, “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორ არდუინო ბორგონიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.შეხვედრაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დოქტორ ბორგონიოს თან ახლდა “აგრიჯორჯიას” გენერალური მენეჯერი ინჟინერი დანიელ დელაჩა. “აგრიჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია “ფერერო”, დაფუძნდა 2007 წელს ქართული კანონმდებლობის თანახმად […]
Წაიკითხე მეტიიტალიური და ქართული მუსიკის საღამო
15 მაისს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება იტალიური და ქართული მუსიკის საღამო.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომპოზიტორები ზაზა კილასონია და მერაბ მამულაშვილი, გაგა შოთაძე (ფლეიტა) და ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იტალიური კულტურის ცენტრს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: : cci.tbilisi@gmail.com
Წაიკითხე მეტიიტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები 2014-2015 აკადემიური წლისთვის (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 28 მაისი, 12:00სთ)
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია 2014-2015 აკადემიური წლისთვის სასწავლო სტიპენდიების შესახებ, რომელიც გამოყო იტალიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ რეზიდენტი იტალიის მოქალაქეებისთვის. სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის სასარგებლო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm, საიდანაც შესაძლებელია კონკურსის ოფიციალური შეტყობინების ჩამოტვირთვა.იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც: http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=ENსაქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი ოფიციალური შეტყობინებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. […]
Წაიკითხე მეტილუიჯი მალერბას სახელობის პრემია (ნაწარმოებების გაგზავნის ბოლო ვადა: 2014 წლის 20 ივნისი)
ლუიჯი მალერბას სახელობის კონკურსში, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მწერლის სახელს ატარებს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც სურს ძალა მოსინჯოს იტალიურ ენაზე პროზაული ნაწარმოების წერაში.2014 წლის კონკურსი ეძღვნება სცენარს და მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამერიკული ფორმატით რედაქტირებული გამოუქვეყნებელი სცენარის ან გამოუქვეყნებელი კინომოთხრობის გაგზავნა. გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება.საკონკურსო ნამუშევრები pdf ფორმატში უნდა წარედგინოს პრემიის […]
Წაიკითხე მეტისაერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელიც გაიმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 14 ივნისი)
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 10-19 ივლისს ქ. თბილისში გაიმართება საზაფხულო სკოლა “ქართული ხელნაწერი”, რომლის ორგანიზატორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. საზაფხულო სკოლა განკუთვნილია საქართველოს ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით ქართული დამწერლობით, ხელნაწერი მემკვიდრეობითა და შუა საუკუნეების შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მეცნიერებისა და სტუდენტებითვის. სასწავლო პროგრამა ინგლისურ ენაზე მოიცავს აკადემიური და კულტურული ხასიათის შეხვედრებს, სემინარებსა და ექსკურსიებს.გათვალისწინებულია რამდენიმე სასწავლო სტიპენდია, […]
Წაიკითხე მეტი