2015 წლის 13-16 ოქტომბერს ქ. ტურინი უმასპინძლებს მნიშვნელოვან ღონისძიებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების III მსოფლიო ფორუმს, რომელიც ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ქ. ტურინის მერიასა და სხვა იტალიურ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით.
იანვრის თვეში გაეროს გენერალურმა მდივანმა ახალი მიზნები დასახა გლობალური განვითარების ახალი პროგრამისათვის (2015-2030), რომლის განსაზღვრის პროცესში არაერთხელ გამოვლინდა ადგილობრივი დონის დიდი მნიშვნელობა.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.ledforumtorino2015.org/, აგრეთვე, შესაძლებელია დაკავშირება ქ. ტურინის ადმინისტრაციასთან ელ.ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: forum2015@comune.torino.it.