გასულ 2 აპრილს ელჩმა ფავიმ მონაწილეობა მიიღო ტვინინგის პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ დახურვის ცერემონიაში.
2013 წელს დაწყებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი იტალია გახლდათ (იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრო, იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტო (ENEA) და მომსახურების, მხარდაჭერის, კვლევებისა და ტრენინგების ცენტრი Formez), დანიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით.
ტვინინგის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ სააგენტოს დახმარება გაეწია მისი საქმიანობის ხარისხისა და ორგანიზაციის გაუმჯობესებისათვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპული სტანდარტებთან მისადაგების, სააგენტოსა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.