2015 წლის 5 სექტემბრებს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზი“-ს ფარგლებში, გაიმართა იტალიელი ხმის რეჟისორის, ბატონი ანდრეა მარტინიონის ვორქშოპი, მიძღვნილი ფირზე ციფრული აღბეჭდვის ტექნიკას, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. იმავე დღეს, ფესტივალზე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ანიმაციური საავტორო ფილმების ურთირთგაზიარების თავისი გამორჩეული როლი, ნაჩვენები იქნა იტალიური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა.