ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კონცერტი “სანრემოს ვარსკვლავები” იტალიის საელჩოს პატრონაჟით (ბათუმი, 2015 წლის 18 ივლისი)

18 ივლისს ქ. ბათუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და თბილისში იტალიის საელჩოს პატრონაჟით გაიმართა უფასო კონცერტი, რომელიც “სანრემოს ვარსკვლავებს” მიეძღვნა. უამრავი მსმენელის წინაშე წარსდგნენ და ორი საათის განმავლობაში მღეროდნენ ცნობილი მომღერალი უმბერტო ტოცი და ჯგუფი “Ricchi e Poveri”, რომლებიც მსმენელმა დიდი სითბოთი მიიღო.
იტალიელმა მომღერლებმა, რომლებსაც საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, სანრემოს იტალიური სიმღერის ფესტივალის მოსაგონრად (რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში “თავისუფლებისა და დასავლეთისაკენ გაჭრილი ერთადერთი სარკმელი” გახლდათ), შეასრულეს მათი ყველაზე წარმატებული და სახელგანთქმული სიმღერები.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფანო კრეშენცი კონცერტის დაწყებისას მსმენელს ელჩის სახელით მიესალმა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს საქართველოში იტალიური მუსიკისა და სიმღერის პოპულარიზაციისათვის.

 


photo


 


photo