ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის (ბოლო ვადა: 2015 წლის 15 მარტი)
ასოციაცია “”რონდინე, მშვიდობის ციტადელი”, რომელიც 1997 წლიდან იღწვის მშვიდობის კულტურის გავრცელების მიზნით, 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს.სტიპენდია ითვალისწინებს “რონდინეს” საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვასა და პროექტში “მშვიდობის მუსიკა” მონაწილეობას, რაც გულისხმობს:– ფიეზოლეს მუსიკალური სკოლის ალტის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოს კლასში საშემსრულებლო ხელოვნების კურსზე დასწრებას;– იტალიური ენისა და კულტურის სემესტრულ კურსზე დასწრებას;– ასოციაციის მიერ ორგანიზებულ […]
Წაიკითხე მეტიOpen Design Italia 2015 (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 23 თებერვალი, 18:00სთ)
2015 წლის 29-31 მაისს ქ. ტრენტოში გაიმართება გამოფენა Open Design Italia, რომელიც ეძღვნება ხელნაკეთ დიზაინს და რომლის მიზანია საერთაშორისო კონკურსის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან შერჩეული დიზაინერებისა და ხელოსნების ნამუშევართა ჩვენება. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა დიზაინერებს, ინსტიტუციებსა და “Made in Italy”-ს მცირე და საშუალო საწარმოებს შორის კომპეტენციებისა და პროექტების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა.გამოფენისა და მასში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შესახებ სრული […]
Წაიკითხე მეტიკულტურული მემკვიდრეობის, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროეროვნული პრემია თარგმანისთვის (განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 28 თებერვალი)
კულტურული მემკვიდრეობის, კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო წელსაც სთავაზობს იტალიელ და უცხოელ მთარგმნელებსა და გამომცემლებს ეროვნულ პრემიებს თარგმანისთვის.პრემიებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პროცედურების შესახებ ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ:კანდიდატის განაცხადების წარდგენა ხდება 2015 წლის 28 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე:კულტურული მემკვიდრეობის, კულტურისა და ტურიზმის სამინისტრობიბლიოთეკების, კულტურის ინსტიტუტებისა და საავტორო უფლებების გენერალური სამმართველოთარგმანისთვის პრემიების კომისიის სამდივნომიქელე მერკატის ქ. 400197 […]
Წაიკითხე მეტიბოლონიის უნივერსიტეტისასწავლო სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისათვის, 2015/2016 აკადემიური წლისათვის (საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 31 მარტი, 15:30 სთ)
ბოლონიის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე სწავლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს 30 სასწავლო სტიპენდიას 2015/16 აკადემიური წლისათვის.საერთაშორისოდ ჩაითვლებიან სტუდენტები, ვისაც, დამოუკიდებლად მოქალაქეობისგან, მიღებული აქვს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვალიდურია საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე ჩარიცხვისთვის იმ შერჩეულ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც არ განეკუთვნება იტალიურ საგანმანათლებლო სისტემას.სასწავლო სტიპენდიები გაიცემა SAT-ისა და GRE-ს ტესტების გავლის შედეგად დაგროვილი ქულების საფუძველზე. […]
Წაიკითხე მეტიასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიები (ბოლო ვადა: 2015 წლის 1 მარტი)
ასოციაცია ““რონდინე, მშვიდობის ციტადელი”, რომელიც 1997 წლიდან იღწვის მშვიდობის გავრცელების მიზნით, 21-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს. სტიპენდია ითვალისწინებს “რონდინეს” საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვასა და ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:– იტალიური ენისა და კულტურის სემესტრულ კურსზე დასწრებას;– სურვილისამებრ ფლორენციის, სიენის, პიზის ან პერუჯის უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო კურსზე დასწრებას;– ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობას.საერთაშორისო […]
Წაიკითხე მეტიმილანის უნივერსიტეტიიტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის განკუთვნილი სასწავლო სტიპენდიები (ბოლო ვადა: 2015 წლის 27 მარტი და 3 აპრილი)
მილანის უნივერსიტეტმა გამოყო 60 სტიპენდია იტალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად, გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე (თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას): პირველი კურსი: ორშაბათი, 6 ივლისი – შაბათი, 25 ივლისი; მეორე კურსი: ორშაბათი, 27 ივლისი – შაბათი, 15 აგვისტო.სტიპენდიები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელთათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის […]
Წაიკითხე მეტიიტალიის საელჩო თბილისში აცხადებს ავტომანქანის გაყიდვის შესახებ
იტალიის საელჩო თბილისში აცხადებს ქვემოთ მითითებული ავტომანქანის გაყიდვის შესახებ:მოდელი: TOYOTA LC 4.51 24V WAGONკუბატურა: 4.5გამოშვების წელი: 1999გარბენი: 178.500კმავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ავტომანქანის ფოტოსურათები.
Წაიკითხე მეტიშეტყობინება 2015 წელს კულტურის სფეროში თანამშრომლობისათვის სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ
თეატრი, საოპერო ხელოვნება, არქეოლოგია და ბევრი სხვა – ესენია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ 2014 წელს ორგანიზებული და დიდი წარმატებით გამორჩეული კულტურული ღონისძიებები. აღსანიშნავია ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ჩატარებული სპექტაკლი ქალთა ძალადობის თემაზე “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” და იტალიის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის სემესტრის დასასრულს გამართული კონცერტი, რომელიც ჩატარდა ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხის” პატრონაჟით […]
Წაიკითხე მეტიიტალიური წვლილი თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაში
იტალიის საელჩომ წელსაც წარმოადგინა საკუთარი სტენდი საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ზამთრის ბაზრობაზე, რომელიც გაიმართა გასულ 29 ნოემბერს. იტალიის საელჩოს სტენდი გამოირჩეოდა ასოციაციის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილით. სხვადასხვა დონორებისა და სპონსორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქციის ფართო არჩევანის წყალობით, იტალიის საელჩომ 11.370 ლარი შეაგროვა. ეს თანხა ქართული საზოგადოების გაჭირვებულ ფენას, განსაკუთრებით, ქალებს და […]
Წაიკითხე მეტისაქართველო. ჰიდროელექტროენერგიის დარგი
საელჩომ განაახლა მონაცემთა მიმოხილვა, რომელიც ასახავს უწყებების მიერ შემუშავებულ მახასიათებლებსა და მითითებებს საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის დარგში უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად. მიმოხილვის სანახავად დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტი