ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო. არაჩვეულებრივი კონცერტი და მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი

დიდი ქართველი კომპოზიტორის მუსიკისადმი მიძღვნილი კონცერტი – მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი. იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის – გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელიც გაიმართება 9 თებერვალს, 19 საათზე,თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქ.8). მაესტროს დაუვიწყარ მუსიკას შეასრულებს იტალიელი პიანისტი ალესანდრო სტელა, რომელიც წარსდგება კინოსა და თეატრისათვის შექმნილი ნაწარმოებების თემებზე შექმნილი „მინიატურებით

ფორტეპიანოსთვის”, ამ საღამოსთვის სპეციალურად მომზადებული ვიდეომასალის თანხლებით. მაესტრო ყანჩელმა, რომელიც კონცერტს დაესწრება, ნინო სურგულაძისთვის შექმნა ახალი სიმღერები, რომლებსაც იტალიაში პოპულარული მეცო-სოპრანო პირველად შეასრულებს. და ბოლოს, “ახალი ქართული სიმებიანი კვარტეტის” შესრულებით გაჟღერდება დიდი ქართველი თანამედროვე კომპოზიტორის კიდევ ერთი შესანიშნავი ნაწარმოები „Chiaroscuro”.

 

banner