ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

საქველმოქმედო კონცერტი სახელგანთქმული მუსიკოსების მონაწილეობით

თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომლის ორგანიზატორია ცნობილი მეცოსოპრანოს ნინო სურგულაძის მიერ ბავშვთა დასახმარებლად დაარსებული ფონდი “ნატვრის ხე”. კონცერტი ჩატარდება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, შაბათს, 9 იანვარს, 21:00 საათზე.
ქართველი მომღერლის გარდა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ცნობილი მუსიკოსები: ალესანდრო საფინა, ენჯელ ბლუ, ანა რუცნერი, ოლივერ პული, კარლო პონტი და სხვები. კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში და ვებგვერდის მეშვეობით: www.tkt.ge

manifesto