იტალიური პროდუქცია და ტკბილეული: შეგიძლიათ შეიძინოთ და, ამავდროულად, კეთილი საქმე გააკეთოთ.
იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით.
საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება შაბათს, 5 დეკემბერს 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე, თბილისში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“.
იტალიის საელჩოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისში წარმოდგენილი სხვა ქვეყნების საელჩოები და მრავალრიცხოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება IWA-ს ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.
იტალიურ სტენდზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქციის ფართო არჩევანი.
შეგროვებული თანხების თვალსაზრისით, გასულ წელს იტალიის საელჩოს სტენდი ერთ-ერთი პირველი იყო.
გელით ყველას!