მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობაზე იტალიის კარაბინერთა კორპუსსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შორის
იტალიის კარაბინერთა კორპუსის მეთაურს ტულიო დელ სეტესა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შორის გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე, რომელსაც კარაბინერთა კორპუსის დელეგაციის წევრები და იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდნენ, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე კარაბინერთა კორპუსის მეთაურმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის […]
Წაიკითხე მეტისურსათის წარმოება: ქართველი მეწარმეების ვიზიტი ქ. პარმაში, შეხვედრები “B2B” ფორმატში და ქარხნების მონახულება
3-6 ივლისს ავანგარდულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე მომუშავე, 300000 კვ.მ ფართობისა და სამოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე საექსპოზიციო კომპლექსმა Fiere di Parma-მ ქართველ მწარმოებელთა დელეგაციას უმასპინძლა. სურსათის წარმოების დარგის უმსხვილესი ქართული კომპანიების (მათ შორის, “ნიკორასა” და “კულას”) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 60-მდე “B2B” ფორმატში გამართულ შეხვედრაში, მოინახულეს უმსხვილესი იტალიური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ქარხნები და გაეცნენ წარმოებისა და ავტომატიზაციის უახლეს პროცესებს.ჩვენს […]
Წაიკითხე მეტიიტალიის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩასარიცხად აუცილებელი საბუთების წარდგენის ვადის გაგრძელება
გაცნობებთ, რომ იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ნოტის თანახმად, უცხოელი სტუდენტების ჩასარიცხად საბუთების წარდგენის ვადა გაგრძელდა 2017 წლის 25 ივლისამდე.ახალი კალენდრები ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე Studiare in Italia და Universitaly.
Წაიკითხე მეტიიტალიის უძველესი კოლეჯის, Almo Collegio Borromeo-ს საგანმანათლებლო პროგრამების საკონკურსო განაცხადები 2017/2018 სასწავლო წლისათვის
1561 წელს დაარსებული იტალიის უძველესი კოლეჯი Almo Collegio Borromeo აქვეყნებს შემდეგ საკონკურსო განაცხადს 2017/2018 სასწავლო წლის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის: საბაკალავრო პროგრამები 1 და 2 კურსის სტუდენტებისათვის (ონლაინ შესავსები განაცხადები ხელმისაწვდომია 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე); სამაგისტრო პროგრამები 1 კურსის სტუდენტებისათვის (ონლაინ შესავსები განაცხადები ხელმისაწვდომია 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე); […]
Წაიკითხე მეტიფერარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის
დაიწყო ფერარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველთა საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა.კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 აგვისტო.კურსებზე სწავლის დასაწყისი: 2017 წლის 2 ნოემბერი.კურსებზე ჩარიცხვის წესთან, დოქტორანტურის კურსებსა და სტიპენდიებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტიპიერ პაოლო პაზოლინის სახელობის სტიპენდიები, რომელიც გაიცემა მწერალთან დაკავშირებულ სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომზე სამუშაოდ
სასწავლო ცენტრი – ბოლონიის კინემატოგრაფიის ფონდის (Fondazione Cineteca di Bologna) პიერ პაოლო პაზოლინის არქივი გასცემს სტიპენდიებს პიერ პაოლო პაზოლინის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომებზე სამუშაოდ. თუ თქვენი ნაშრომი 2014/2015 აკადემიური წლის შემდეგ არის შექმნილი და ის ამ სტიპენდიის მისაღებად ჯერ არ წარგიდგენიათ, არ დააგვიანოთ მონაწილეობის მიღება. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი მეცნიერის მიერ მოყოლილი საქართველოს ისტორია. წიგნს თავად ავტორი წარადგენს
შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს შესახებ ღრმა კვლევებისა და ამ ქვეყანაში მისი მრავალი მოგზაურობის შემდგომ, ფრანჩესკო ტრეჩი წარადგენს თბილისში თავის იტალიურ ენაზე გამოცემულ წიგნს “საქართველოს ისტორია“, რომელსაც თან ერთვის არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძის წინასიტყვაობა. ფლორენციიდან, რომელიც აქტიური ქართული დიასპორის აკვანია, იტალიელი მკვლევარი გვთავაზობს საკუთარ მოგზაურობას ორ ათასწლეულის მომცველ ისტორიულ პერიოდში. იგი მოკლედ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს […]
Წაიკითხე მეტისიცილიასა და კავკასიას პიანისტები აკავშირებენ
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც დიდი ქართველი პედაგოგისა და პიანისტის 90 წლისთავსა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავს ეძღვნება, თბილისში, 5 დან 10 ივნისამდე იმართება. წელსაც, ამ ფესტივალში, რომელიც რაგუზის საერთაშორისო ფესტივალთან “Ibla Grand Prize” არის დაძმობილებული, მონაწილეობას იღებს მრავალი იტალიური და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ახალგაზრდა ნიჭიერი იტალიელი პიანისტი პიეტრო ბელტრანი, […]
Წაიკითხე მეტი“#Vivere all’italiana”. იტალიური ცხოვრების სტილით, კრეატიულობით, გამოფენებითა და წარმოდგენებით გამორჩეული ეროვნული დღესასწაული
“#Vivere all’italiana” – სწორედ ეს ჰაშთაგი იყო წარმოდგენილი თბილისის “Silk Factory Studio”-ს შთამბეჭდავ სივრცეში, რომელმაც 2 ივნისს, იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღმნიშვნელ წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმარს უმასპინძლა. იტალია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა – ეს ცხოვრების სტილია, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და გემოვნესთან ძალიან ახლოსაა (ამ ქვეყნებს კერძებისა და ღვინის სიყვარული, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა და ძველთაძველი კულტურა […]
Წაიკითხე მეტიმინისტრ ალფანოს გზავნილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით
იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად, მსურს ჩემი სიხარული გამოვხატო საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდახუთი წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენს შორის არსებულ ნდობითა და პატივისცემით გამსჭვალულ კავშირს ძირძველი ფესვები აქვს. ჩვენ 1992 წლიდან ვმუშაობთ ამ ტრადიციული მეგობრობის გარდაქმნაზე კონსტრუქციულ ურთიერთობებად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დონეზე. ეს ოცდახუთი წელი უკვე განხორციელებული სამუშაოს დასტურია და […]
Წაიკითხე მეტი