ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიელი ქუჩის მხატვარი მილო თბილისში ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ჩამოვიდა

ერთ სივრცეში თავმოყრილი ხელოვნება, ფანტაზია და ურბანული კონტექსტი: ფაბრიკაფიტის ურბან არტ ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მისი მთავარი გმირი სტრიტ-არტია – შეხედულებათა გამოხატვის თავისუფლება და კრეატიულობა, რომელიც ადამიანისა და გარემოს ურთიერთკავშირს ურბანული კულტურის სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმებით გადმოსცემს. ფესტივალს მულტიფუნქციური არტ-სივრცე Fabrika მასპინძლობს, რომლის ინდუსტრიული ფასადი ორი დღის განმავლობაში ქუჩის ხელოვანებისათვის უზარმაზარ “ტილოდ” იქცევა.

poster grande
ამ ხელოვანებს შორის “მილოს” სახელით ცნობილი იტალიელი ფრანჩესკო კამილო ჯორჯინოა, რომელსაც თავისებური სტილი გამოარჩევს: მისი ნამუშევრები იმ პერსონაჟებით დასახლებული დიდი ქალაქებია, რომლებზე თავად ხელოვანი ამბობს, რომ “ისინი მისი სულის ყველაზე სუფთა და წმინდა ნაწილია”. შემოქმედებითი გზა არქიტექტურიდან ქუჩის მხატვრობამდე; უამრავი პრესტიჟული ჯილდო და პრემია; ნამუშევრები რომში, მილანში, ბოლონიაში, ფლორენციაში, პარიზში, ლონდონში, ლუქსემბურგსა და რიო-დე-ჟანეიროში; ტურინში განხორციელებული ურბანული პროექტი “Habitat”, როდესაც მილომ 13 შენობის ყრუ კედელი (საერთო ფართობით 2000 კვ. მეტრზე მეტი!) გადააქცია სხვადასხვა ისტორიად, რომლებიც ადამიანისა და დიდი ქალაქის თანაცხოვრებაზე გვიამბობს.

ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სტრიტ-არტისტმა საქართველოს დედაქალაქში, წლევანდელ ფესტივალზე თავისი ურბანული რეალობა გააცოცხლა, რომელიც ნატიფი ხაზებისა და შავ-თეთრ მხატვრობაში იშვიათად ჩართული ფერადი გამოსახულებების მეშვეობით შეიქმნა.

ggg