ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
19 სექტემბერი 2017
ქართველი რეჟისორისა და იტალიელი მსახიობების მიერ დანახული იტალიელი გენიოსი, ლუიჯი პირანდელო

იტალიის საელჩო საქართველოში მონაწილეობას იღებს თბილისის მეცხრე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში და 25 და 26 სექტემბერს წარმოგიდგენთ სპექტაკლს “კუ”, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძისა და ემილია რომანიას თეატრალური ფონდის ERT-ს ერთობლივი ნამუშევარია.ქართული თეატრის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურად აღიარებული რეჟისორი, 2015 წელს იტალიელ და ქართველ მსახიობებთან ერთად დადგმული გოგოლის სპექტაკლის “შეშლილის წერილების” […]

Წაიკითხე მეტი
19 სექტემბერი 2017
EIEF-სა და ISET-ის მიერ ორგანიზებული ვორქშოპის მთავარი თემა: მეწარმეობა და ინოვაციები

2017 წლის 24 აგვისტოს ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენციმ გახსნა მეწარეობისა და ინოვაციების ვორქშოპი, რომელიც გაიმართა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და Einaudi-ს ეკონომიკისა და ფინანსების ინსიტუტისა (EIEF) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით. მკვლევარებმა, პროფესორებმა და ექსპერტებმა ორდღიანი ვორქშოპის განმავლობაში იმსჯელეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემაზე: სახელმწიფოს როლზე ინოვაციების დარგში და კომპანიების მონაწილეობაზე ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებში. საქართველოს ეკონომიკის […]

Წაიკითხე მეტი
5 სექტემბერი 2017
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი: მზე, ზღვა და კლასიკური მუსიკა

საყოველთაოდ განთქმული მუსიკოს-შემსრულებლები, მომღერლები და ორკესტრები შავი ზღვის მარგალიტად აღიარებულ ქალაქ ბათუმში, კლასიკური მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 2-8 სექტემბერს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით იმართება.6 სექტემბერს თქვენ გელით ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი: ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე შოპენის, ლისტისა და ლიგეტის ნაწარმოებებს შეასრულებს ჩაიკოვსკის სახელობის (მოსკოვი), დინო ჩანის სახელობის (მილანი) და გეზა ანდას სახელობის (ციურიხი) საერთაშორისო […]

Წაიკითხე მეტი
1 სექტემბერი 2017
ანიმაციური ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”

წელსაც, გასული წლების მსგავსად, იტალია მონაწილეობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც წელს მეშვიდედ იმართება 1-7 სექტემბერს ცხინვალის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფელ ნიქოზში.ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სამდღიანი სემინარი 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, რომელსაც გაუძღვება საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი რობერტო პაგანელი. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული სემინარი განხორციელებულია იტალიური კულტურული ასოციაცია OTTOmani-ის მიერ, რომელიც, 10 წელზე მეტია, ქმნის […]

Წაიკითხე მეტი
29 აგვისტო 2017
ლიგურიის ზღვიდან შავ ზღვამდე

შარშანდელი წარმატების შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბათუმისა და ურეკის სცენები (შესვლა თავისუფალია) და, ასევე, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena” შეკვეთილში, უმასპინძლებენ სხვადასხვა ფოლკლორულ ჯგუფებს და მუსიკოს-შემსრულებლებს საქართველოდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, ფესტივალზე იტალიას წარმოადგენს ფოლკლორული ჯგუფი გენუიდან “La Squadra“, რომელიც […]

Წაიკითხე მეტი
9 აგვისტო 2017
იტალიური მონაწილეობა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალში

თეატრალური ცხოვრების ათი ინტენსიური დღე, ოცზე მეტი ქართული და უცხოური დასი, გამოცდილებისა და თეატრის სიყვარულის გასაზიარებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უამრავი კრიტიკოსი და ჟურნალისტი. პროგრამაში 24 სპექტაკლი და სხვადასხვა სემინარი და მასტერკლასი, მათ შორის, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული, იტალიელი მსახიობის, თეატრალური რეჟისორისა და დრამატურგის, კლაუდიო დე მალიოს ვორქშოპი კომედია დელ’არტეს ფენომენის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდა მსახიობებისათვის. დაბოლოს, […]

Წაიკითხე მეტი
8 აგვისტო 2017
“სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე”. მინისტრის მიმართვა

60-ზე მეტი წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი.“სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, მინისტრმა ანჯელინო ალფანომ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა.მიმართვის ტექსტის სანახავად დააჭირეთ აქ:

Წაიკითხე მეტი
27 ივლისი 2017
მასტერის პროგრამა “ადამიანთა უფლებების და კონფლიქტის მართვა”

სპეციალური სტატუსის მქონე გამოყენებითი მეცნიერების საჯარო ინსტიტუტი, ქ. პიზას “წმ. ანას უმაღლესი სკოლა” ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროთი დაინტერესებულებს სთავაზობს მასტერის კურსს, რომლის მიზანია მაღალი დონის პროფესიონალების მომზადება ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების იმ პროგრამებისა და პროექტებისათვის, რომელიც გამიზნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონფლიქტების პრევენციისა და გადაწყვეტისაკენ. ინგლისურენოვანი პროგრამა “ადამიანის უფლებების და კონფლიქტის მართვა” (დასწრება […]

Წაიკითხე მეტი
19 ივლისი 2017
კულტურული დიპლომატია: რომის კათოლიკურ უნივერსიტეტში მასტერის ახალი პროგრამა იწყება

პრესტიჟული კათოლიკური უნივერსიტეტის რომის ფილიალი კულტურული დიპლომატიის თემით დაინტერესებულებს სთავაზობს დიპლომისშემოდგომი განათლების კურსს, რომელიც გაიმართება 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე. ALMED-ის მიერ შემოთავაზებული ინოვაციური ინგლისურენოვანი პროგრამის “კულტურული დიპლომატია, ხელოვნება და მედია საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური კომუნიკაციისათვის“ მიზანია საერთაშორისო კარიერისათვის პროფესიონალების მომზადება, საერთაშორისო ურთიერთობების, მასშტაბური კულტურული და სახელოვნებო ღონისძიებების გამართვის, ბრენდინგის სტრატეგიების დარგში, როგორც საჯარო, […]

Წაიკითხე მეტი
19 ივლისი 2017
სტიპენდიები სასწავლებლად პროგრამაზე “დიპლომი და მასტერი ევროპულ კვლევებში” (DASE)

1988 წლიდან არსებული ევროპული კვლევების უმაღლესი განათლების ინსტიტუტი, ფონდი “პარმის ევროპული კოლეჯი” სთავაზობს იურიდიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ ან ლინგვისტურ დისციპლინებში დიპლომის მქონე ახალგაზრდებს დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამას “დიპლომი და მასტერი ევროპულ კვლევებში” (DASE), რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების დასწრებას ერთი სრული აკადემიური წლის განმავლობაში (ოქტომბრიდან ივნისამდე). 2017/2018 აკადემიური წლისთვის ფონდი გასცემს 10 სტიპენდიას, რომელიც ფარავს სწავლის საფასურის […]

Წაიკითხე მეტი