ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
6 აპრილი 2018
მიქელანჯელოს, ფლორენციელი გენიოსის მიერ შექმნილი სახეები და ფიგურები

კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება, რომელიც იტალიის საელჩომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად შემოგთავაზათ: ორი თვის განმავლობაში ქართველ დამთვალიერებელსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ მიქელანჯელოს ექვსი ჩანახატი, რომლებიც დაცულია ქ. ფლორენციის მუზეუმში „კაზა ბუონაროტი”. ამ მუზეუმში, სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიის ნიმუშების გარდა, მიქელანჯელოს ჩანახატებისა და ხელნაწერების უმდიდრესი კოლექცია ინახება. სიქსტეს კაპელას ჭერისა და კედლის ფრესკისთვის „უკანასკნელი […]

Წაიკითხე მეტი
4 აპრილი 2018
ტურინის უნივერსიტეტის 15 სასწავლო სტიპენდია უცხოელი სტუდენტებისთვის

დაწყებულია განაცხადების წარდგენა ტურინის უნივერსიტეტის მიერ 2018-2019 აკადემიური წლისათვის შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიების მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის დიპლომის მქონე უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ტურინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე ჩარიცხვა. სასწავლო სტიპენდია წლიურად დაუბეგრავ 9000 ევროს შეადგენს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აპრილის 15:00სთ იტალიის დროით (30 აპრილის 17:00სთ საქართველოს დროით). დამატებითი ინფორმაციისათვის […]

Წაიკითხე მეტი
30 მარტი 2018
იტალიელმა სპეციალისტებმა კაცხის სვეტის ტოპოგეოდეზიური კვლევა ჩაატარეს. ელჩი ბარტოლი სამუშაოებს დაესწრო

გასულ 19-23 მარტს კომპანია “GST”-ს (რეჯო ემილია) ექსპერტების ჯგუფმა, ამზომველ-გეოდეზისტის მარკო კამორანის ხელმძღვანელობით, კაცხის სვეტის სამგანზომილებიანი კარტოგრაფირებისათვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები ჩაატარა. კაცხის სვეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარე 40 მეტრის სიმაღლის კლდეა, რომლის ზედა ბაქანზე განდეგილის სამყოფელი და მომცრო ზომის ეკლესიაა. სვეტის წვერზე მოხვედრა შესაძლებელია 131 საფეხურიანი რკინის კიბის მეშვეობით. სვეტზე ასვლა და ეკლესიაში შესვლა ქალებს […]

Წაიკითხე მეტი
30 მარტი 2018
სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

იტალიის საელჩო თბილისში წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. რიგით მე-13 ფესტივალის პირველ კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ვერდის ოტელოს პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელთან, ლიტველ ტენორთან ქრისტიან ბენედიქტთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი მუსიკოსები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე […]

Წაიკითხე მეტი
29 მარტი 2018
ახალი ვებპორტალი Study in Italy

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, მაგრამ ჯერ არ შეგირჩევიათ უნივერსიტეტი თუ სასწავლო კურსი? საგანმანათლებლო პროგრამის მოძიებაში დაგეხმარებათ უცხოელი სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი ვებპორტალი Study in Italy. აქ თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია იტალიის უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ, იტალიის მთავრობის მიერ შეთავაზებული სტიპენდიების მისაღებად კანდიდატურების წარდგენის პირობები, უმაღლეს სასწავლებლებში წინასწარი ჩარიცხვის პროცედურები და იტალიაში ცხოვრების უკეთ წარმართვისთვის სასარგებლო რჩევები. საგარეო საქმეთა […]

Წაიკითხე მეტი
23 მარტი 2018
პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა

გუშინ ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა 2011 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილ ცნობილ ქართველ პოეტს, ასოციაცია „იტალია-საქართველოს” პრეზიდენტს, კულტურის ყოფილ მინისტრსა და საქართველოს ჰიმნის ავტორს დავით მაღრაძეს. ეს ჯილდო დავით მაღრაძეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთკავშირების პოპულარიზაციისთვის მიანიჭა.დავით მაღრაძეს, რომელიც […]

Წაიკითხე მეტი
19 მარტი 2018
66 თვის სასწავლო სტიპენდია 2018-2019 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2018 წლის 7 მაისამდე

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია განათლების, მეცნიერებისა და კვლევების კუთხით? თქვენს განკარგულებაშია იტალიის 61 საჯარო და 31 კერძო უნივერსიტეტის, 130-ზე მეტი ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტისა (AFAM) და უამრავი კვლევითი ცენტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 339 ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი. იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. […]

Წაიკითხე მეტი
15 მარტი 2018
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. ინტერვიუ ელჩის მოადგილესთან სტეფანო კრეშენცისთან

ვაჭრობის კუთხით, იტალია საქართველოს რიგით მესამე პარტნიორია ევროპის, და მეათე – მსოფლიო მასშტაბით. სავაჭრო ურთიერთობა წლიდან წლამდე მყარდება, როგორც იმ შესაძლებლობათა მეშვეობით, რომლებიც იტალიურ და ქართულ კომპანიებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებამ მისცა, ასევე, საქართველოში ინვესტირებით მზარდმა დაინტერესებამ იტალიის მხრიდან. მართალია, ამგვარი დაახლოება დროს მოითხოვს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის […]

Წაიკითხე მეტი
9 მარტი 2018
ონლაინ საინფორმაციო ბიულეტენის მეორე ნომერი “იტალიური ეკონომიკური დიპლომატია”

გამოქვეყნდა ონლაინ საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი “იტალიური ეკონომიკური დიპლომატია”, რომელიც მომზადებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ სააგენტო MF Dow Jones News-სთან თანამშრომლობით. საინფორმაციო ბიულეტენის ყველა გამოცემის ნახვა შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ნომრის მთავარი თემაა ეკონომიკური დიპლომატიის როლი იტალიის განვითარებაში. ასევე, იხილეთ სტატია “საქართველოს სურს, ევროპა აზიას დაუახლოვოს” (გვ. 15-18).

Წაიკითხე მეტი
6 მარტი 2018
ფლაიანოს სახელობის საერთაშორისო პრემია

ფლაიანოს სახელობის 45-ე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, 2018 წელს გაიცემა მე-17 საერთაშორისო პრემია იტალიანისტიკასა და იტალიურ კულტურაში. პრემიას გასცემს ენიო ფლაიანოს სახელობის კულტურული ასოციაცია და დ’ანუნციოს შემოქმედების შემსწავლელი ეროვნული ცენტრი, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. დაჯილდოვდება იტალიურ კულტურაზე შექმნილი და 03.2017-03.2018 პერიოდში იტალიურ ან უცხო ენაზე გამოქვეყნებული ნამუშევრების სამი ავტორი. ნაწარმოებები წარმოდგენილი უნდა […]

Წაიკითხე მეტი