ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
5 მარტი 2018
კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და კულტურის ინსტიტუტების გენერალურმა დირექციამ გამოაცხადა კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად უცხოეთში იტალიური ენისა და კულტურის ხელშეწყობის ფონდის მეშვეობით. გაიცემა 10 პრემია (თითოეულის ოდენობა 9.500 ევროს შეადგენს) შემდეგი ნაწარმოებებისა და ნაშრომების იტალიური ენიდან უცხო ენაზე და უცხო ენიდან იტალიურ ენაზე თარგმანისათვის: პროზისა და პოეზიის ნიმუშები; ლიტერატურული ან ხელოვნების […]

Წაიკითხე მეტი
27 თებერვალი 2018
2018 წელს კულტურული საქმიანობის სპონსორობა: ვადის გაგრძელება

იმ კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, რომლებმაც არაოფიციალურად გამოხატეს დაინტერესება, ჩაერთონ 2018 წელს იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის სპონსორობის პროგრამაში, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს ფორმალური მხარის დასრულება, 2018 წლის 26 იანვრის შესარჩევი პროცედურის განაცხადის მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2018 წლის 30 მარტამდე.

Წაიკითხე მეტი
26 თებერვალი 2018
მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2018

დაიწყო მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო საზაფხულო სკოლებში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება. საზაფხულო სკოლები წარმოადგენს 2-დან 3 კვირამდე ხანგრძლივობის საერთაშორისო კურსებს (უმთავრესად, ინგლისურ ენაზე), როგორც იტალიაში (მილანში, ტურინში, კომოსა და პონტე დი ლენიოში), ასევე უცხოეთში (ჩინეთში, ინდოეთში, ესპანეთსა და ყაზახეთში). 2018 წლის კურსებთან და სწავლის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:

Წაიკითხე მეტი
23 თებერვალი 2018
მილანის ლა სკალას თეატრის აკადემია

დაწყებულია საბუთების მიღება კონკურსში მონაწილეობისათვის მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიის ვოკალისტების დახელოვნების ორწლიან (2018-2020წწ.) კურსზე ჩასარიცხად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1988 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ და სახელმწიფო კონსერვატორიისა ან მასთან გათანაბრებული მუსიკალური სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მქონე ახალგაზრდა ვოკალისტებს. კონკურსში გამარჯვებული და სასწავლო კურსზე დაშვებული უცხოელი მომღერლებისათვის იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს […]

Წაიკითხე მეტი
21 თებერვალი 2018
Summer course in Italian language and culture

Carlo Bo University of Urbino organizes a summer course in Italian language and culture: the course, offered at 8 difference language levels, takes place from July 23rd to August 17th and is articulated in two two weeks modules with the possibility of attending one single module or both. Cost for two modules Euro 820; cost […]

Წაიკითხე მეტი
20 თებერვალი 2018
Study in English at the University of Padova

Various types of scholarships and fee-waiversare offered to highly talented international students. Find out more about funding and fees.Enjoy life in an Italian student-friendly city and do not worry about language! The University of Padova offers 22 courses, completely held in English, at both undergraduate and postgraduate level. Subject areas cover a wide range of […]

Წაიკითხე მეტი
7 თებერვალი 2018
IULM, ლინგვისტიკისა და კომუნიკაციათა თავისუფალი უნივერსიტეტი

ლინგვისტიკისა და კომუნიკაციათა თავისუფალი უნივერსიტეტი (IULM) გიწვევთ პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 19:00 სთ-ზე სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია“. პრეზენტაციის მიზანია, სწავლის მსურველებს გააცნოს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობები და საგანმანათლებლო პროგრამები. პრეზენტაციაზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა. მონაწილეობისათვის შესავსები ანკეტისა და დამატებითი დეტალების სანახავად, დააჭირეთ აქ:

Წაიკითხე მეტი
30 იანვარი 2018
იტალიის საელჩო არჩევს სპონსორებს 2018 წლის კულტურული საქმიანობისთვის

გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას ან სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალიასა და საქართველოს შორის კავშირებია? გინდათ, მაღალი დონის კულტურული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? თბილისში იტალიის საელჩოს მიერ 2018 წლისთვის დაგეგმილ კულტურულ საქმიანობაში […]

Წაიკითხე მეტი
29 იანვარი 2018
3 აპრილის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს მიქელანჯელოს ჩანახატებს სიქსტეს კაპელასთვის

2 თებერვალს იხსნება გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა. გრაფიკული ნამუშევრები”. ორი თვის განმავლობაში (3 აპრილის ჩათვლით) ქართველ დამთვალიერებელსა და დედაქალაქის მრავალრიცხოვან სტუმარს შესაძლებლობა ექნება, იხილოს მიქელანჯელოს ექვსი ჩანახატი, რომლებიც დაცულია მუზეუმში „კაზა ბუონაროტი”. ფლორენციის მუზეუმში, მიქელანჯელოს რამოდენიმე შედევრის გარდა, მისი 200-ზე მეტი ჩანახატი თუ ხელნაწერი და, ასევე, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობების მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა […]

Წაიკითხე მეტი
8 იანვარი 2018
პროგრამა “ერაზმუს მუნდუსის” სასწავლო სტიპენდიები

ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსი ჩართულია პროგრამაში “Erasmus + Erasmus Mundus Joint Master Degrees”, რომელიც გასცემს სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. ევროპული და არაევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და აკადემიური ხარისხის ამაღლებას. კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით […]

Წაიკითხე მეტი