ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა იტალიაში სწავლის მსურველთათვის

ამოქმედდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა იტალიაში სწავლის მსურველთათვის, რომელიც იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა (CRUI) და განათლების საერთაშორისო ცენტრს (IEC) შორის გასული წლის ივლისში ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა იტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება იტალიურ უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
უკვე არსებობს, როგორც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს, ასევე, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამები სპეციალიზაციის მსურველი ქართველი უმაღლესდამთავრებულთათვის, მაგრამ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება ერთობლივად. პროგრამის თანახმად, იტალიურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობა განმტკიცებულა ცალკეული მემორანდუმის საშუალებით, სადაც მოცემულია თითოეული უნივერსიტეტის შემოთავაზება და მოთხოვნები (ამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებპორტალზე).
გასული წლის ივლისში ხელმოწერილ მემორანდუმს უკვე შეუერთდა იტალიის რვა უნივერსიტეტი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან კი არსებობს მზარდი ინტერესი მომავალი სასწავლო წლისათვის.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი კანდიდატურა უნდა წარადგინონ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებპორტალზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 28 იანვრიდან 28 თებერვლამდე, და ცალკეულ უნივერსიტეტს გაუგზავნოს წინასწარი ჩარიცხვის მოთხოვნა შერჩეული კურსის მითითებით. აღნიშნულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ქართული უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი.
თითოეული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო ცენტრს მიაწვდის სტუდენტების სიას და სწორედ ამ სიიდან მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა იტალიურ-ქართული ერთობლივი კომისიის მიერ.
პროგრამაში ჩართული იტალიური უნივერსიტეტების ჩამონათვალი და კანდიდატურის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

altre opportunita

სტატიები და სიუჟეტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – პრესრელიზი, 25.01.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – გადაცემა “ახალი დღე”, 25.01.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი (I), 25.01.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი (II), 25.01.2019
Imedinews – სტატია, 25.01.2019
განათლების საერთაშორისო ცენტრი – ვიდეო, 25.01.2019
PIA.GE – სტატია, 25.01.2019
Newsday – სტატია, 25.01.2019
განათლების საერთაშორისო ცენტრი – სტატია, 28.01.2019