უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა უნივერსიტეტებში 2017/2018 აკადემიური წლისათვის – იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ცირკულარული განკარგულების არაოფიციალური თარგმანი ინგლისურ ენაზე
2017 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ცირკულარული განკარგულებისა და დანართის არაოფიციალურ თარგმანს ინგლისურ ენაზე, რომელიც ეხება “2017/2018 აკადემიური წლისათვის იტალიაში უმაღლესი განათლების კურსებზე უცხოელი/საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვასთან, იტალიაში შესვლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს”.
Წაიკითხე მეტიპრეზიდენტ მატარელას მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2017 წლის 26 მაისი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს,მის აღმატებულებას ბატონ გიორგი მარგველაშვილსთბილისი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ მოგილოცოთ იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით და გულწრფელად ვუსურვო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლისთავთან დაკავშირებით, მოხარული ვარ დავადასტურო, რომ ის მყარი მეგობრული კავშირი, რომელიც საქართველოსა და იტალიას […]
Წაიკითხე მეტიახალგაზრდა რეჟისორების თვალით დანახული იტალია
იტალიური ენის XVII მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და წელს ეძღვნება თემას “იტალიური ენა კინემატოგრაფში. იტალიელი კინოში”, “დანტე ალიგიერის საზოგადოება“, შვეიცარიის კონფედერაციასთან თანამშრომლობით, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ეროვნების ახალგაზრდა რეჟისორებს (18-დან 26 წლამდე), წარადგინონ საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კონკურსზე სახელწოდებით “როგორც სარკეში. გარედან დანახული იტალია”.ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით, სმარტფონით, […]
Წაიკითხე მეტიდაიწყო დაძმობილების პროექტის განხორციელება. იტალია ამ პროექტის ლიდერია
იტალია “საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების” ახალი ევროპული პროექტის ლიდერია, რომლის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და წარმომადგენლები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, რეგიონული […]
Წაიკითხე მეტიიტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად
დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი და მეგობრობის ასწლეულები. იტალია და საქართველო განსხვავებული ენების, მაგრამ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნებია. ამ ათასწლოვანი კულტურების ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას შესანიშნავი აწყმო და, რაც მთავარია, საუცხოო მომავალი აქვთ.დიახ, კულტურა დიალოგისთვის საუკეთესო საშუალებაა და ამ დიალოგის წარმართვა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მუსიკის მეშვეობითაც შეიძლება. 24 მაისს, ჯანსუღ კახიძის […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი მევიოლინე გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება
გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი “კონტრაპუნქტი”, რომელიც თანამედროვეობის ორ უდიდეს კომპოზიტორს, დიმიტრი შოსტაკოვიჩსა და გია ყანჩელს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტს დაესწრებიან თავად მაესტრო ყანჩელი და რუსი კომპოზიტორის ქვრივი, ირინა შოსტაკოვიჩი.ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მიერ ორი კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება. 12 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში […]
Წაიკითხე მეტი“მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის”, საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების გადასარჩენად
კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რომელიც ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება: 1 მაისს, 21:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან სახელგანთქმული ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, ნიჭიერი ბრიტანელი პიანისტი ოლივერ პული და ორი იტალიელი ვარსკვლავი: უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პიანისტი […]
Წაიკითხე მეტისახელგანთქმული იტალიელი მომღერალი საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”
კიდევ ერთი იტალიელი მომღერლის მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში – ფრანჩესკო ელერო დ’არტენია, სახელგანთქმული იტალიელი ბანი, უამრავი კონკურსის, მათ შორის, ბუსეტოს “Voci Verdiane”, კასტელფრანკო-ვენეტოს “Mario del Monaco” და ფილადელფიის “Luciano Pavarotti International Voice Competition” კონკურსების გამარჯვებული. მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრების სცენაზე რიკარდო მუტისთან, ზუბინ მეტასთან, ნელო სანტისთან და ჟორჟ პრეტრისთან თანამშრომლობის შემდეგ, ფრანჩესკო ელერო დ’არტენია […]
Წაიკითხე მეტისაოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსები
ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღებას.შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცემათ ფლორენციის საოპერო თეატრში სწავლისა და პროფესიული დახელოვნების შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში (2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე). გაიცემა სასწავლო სტიპენდიები (ყოველთვიურად, დასაბეგრი 800 ევროს ოდენობით), ასევე, გათვალისწინებულია საგანგებო […]
Წაიკითხე მეტიგანაცხადი 2017 წლის იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე
გნებავთ, თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში, რომელიც 2 ივნისს ქ. თბილისში გაიმართება.პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების […]
Წაიკითხე მეტი