ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე

იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 4 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ მრავალიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა გამოფენები, მოდის ჩვენება და უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. „Silk Factory Studio”-ს შთამბეჭდავ სივრცეში წარმოდგენილი იყო იტალიური კრეატიულობის ნამდვილი კალეიდოსკოპი: იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები CNAFedermoda-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მოდის ჩვენებაზე და იტალიური დიზაინის კონცეფციები გამოფენაზე „Italianism”; იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ გადაღებული მეცხრამეტე საუკუნის საქართველო და ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის დღევანდელი პეიზაჟებისა და ადამიანთა სახეების ფოტოექსპოზიცია; გასტრონომიასთან დაკავშირებული იტალიური ხელოვნების შედევრების ნამდვილი ფოტოგალერეა და კონკურსში „იტალიური არქიტექტურის ახალგაზრდა ტალანტები” გამარჯვებული პროექტების ფოტოგამოფენა.

იტალიის ეროვნული დღესასწაული აღნიშვნა უკავშირდება ცნებას “Vivere all’italiana” („იტალიური ცხოვრების სტილი”), რომელიც ცხოვრების წესზე ბევრად მეტია: ეს არის ტრადიციების, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ელეგანტურობისა და ფუნქციონალობის შერწყმა. იტალიური ცხოვრების წესისა და ცნების „Made in Italy” („დამზადებულია იტალიაში”) პოპულარიზაციას ემსახურება ახალი ინიციატივა „იტალიური ივნისი” იმ ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოში იტალიური ნაწარმის შემოტანასა და რეალიზაციას ახორციელებენ და მთელი ივნისის თვის განმავლობაში მომხმარებელს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებენ.

იტალიისა და საქართველოს ჰიმნები და სხვადასხვა სიმღერები ანსამბლმა „რუსთავმა” შეასრულა, წვეულების ბოლოს კი გაიმართა ავიაკომპანიების “Georgian Airways“-სა e “Wizz Air“-ს მიერ შეთავაზებული, ბოლონიის, რომისა და მილანის ავიარეისების ბილეთების გათამაშება.

იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი პარტნიორისა და სპონსორის დახმარებით.

untitled 184

სტატიები და სიუჟეტები:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – პრესრელიზი, 04.06.2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვიდეო, 04.06.2018

PIA.GE – სტატია, 04.06.2018

ბანკები და ფინანსები – სტატია, 04.06.2018

კომერსანტი – სტატია, 04.06.2018

Geotimes – სტატია, 05.06.2018

ტვ მაესტრო – სიუჟეტი, 05.06.2018

The Messenger – სტატია, 06.06.2018

Georgian Today – სტატია, 07.06.2018