ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
11 აპრილი 2017
სწავლა ინგლისურ ენაზე

გინდათ, იტალიაში ისწავლოთ, მაგრამ იტალიური ენა არ იცით? ეს ძალიან ადვილია – იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ინგლისურ ენაზეც შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების ან სპეციალიზაციის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიურ ენას არ ფლობენ, იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ვებ-პორტალზე Universitaly ხელმისაწვდომია ინფორმაცია ინგლისურენოვანი კურსების შესახებ.საბაკალავრო და სამაგისტრო კურსდამთავრებულებისათვის მასტერის და სადოქტორო პროგრამების, ასევე, […]

Წაიკითხე მეტი
7 აპრილი 2017
თანამშრომლობის მემორანდუმი რომის ბავშვთა საავადმყოფოს “Bambino Gesù”-სა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის

თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მედიცინის დარგში, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივი მართვა და კარდიოქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო პერსონალის დახელოვნების ერთობლივი პროგრამები და ტრენინგები – სწორედ ამ მიზნებს ისახავს რომის ბავშვთა საავადმყოფოს “Bambino Gesù” და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი. თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრნენ იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ვატიკანის სამოციქულო ელჩი […]

Წაიკითხე მეტი
7 აპრილი 2017
ბოლონიის უნივერსიტეტის ქ. რიმინის ფილიალის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სტატისტიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლონიის უნივერსიტეტის ქ. რიმინის ფილიალის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სტატისტიკის უმაღლესი სკოლა ავრცელებს ინფორმაციას იმ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელიც მომავალ სასწავლო წელს ინგლისურ ენაზე ჩატარდება: საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები: International Tourism and Leisure Industries (საბაკალავრო პროგრამის კლასი L-33)დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები: Resource Economics and Sustainable Development (სამაგისტრო პროგრამის კლასი LM-56)დეტალური ინფორმაციის სანახავად […]

Წაიკითხე მეტი
6 აპრილი 2017
პადუის უნივერსიტეტის პროგრამა “Supporting TAlent in ReSearch @ University of Padova – STARS Grants”

პადუის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტის მქონე და ინოვაციური კვლევების ხელშეწყობის პროგრამა STARS Grants – Supporting TAlent in ReSearch@University of Padova ითვალისწინებს ორწლიანი ინდივიდუალური კვლევების დაფინანსებას მეცნიერების 25 მიმართულებით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 30 ივნისის 13:00სთ. კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ:დამატებითი დეტალების მისაღებად შესაძლებელია დაკავშირება ელ.ფოსტის მისამართზე: talent.stars@unipd.it

Წაიკითხე მეტი
30 მარტი 2017
“ფუკოს ქანქარა”, სინამდვილესა და ილუზიას, გონებასა და წარმოსახვას შორის

“ფუკოს ქანქარა”, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ბრწყინვალე იტალიელი ლიტერატორის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, უმბერტო ეკოს რომანი, ახლა უკვე ქართულ ენაზეც – არ გამოგრჩეთ ხათუნა ცხადაძის არაჩვეულებრივი თარგმანი, რომელიც გამომცემლობა “დიოგენემ” დაბეჭდა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იტალიური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სხვა ენებზე თარგმნასა და […]

Წაიკითხე მეტი
29 მარტი 2017
45 თვის სასწავლო სტიპენდია 2017-2018 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2017 წლის 10 მაისამდე

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს.გაიზარდა, როგორც თვეების ოდენობა, ასევე, საკუთრივ სტიპენდიაც: წელს საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 45 თვის რაოდენობის სტიპენდია და ყოველი მათგანი შეადგენს თვიურად 900 ევროს (რაც საგრძნობლად მეტია 2015 წელს განსაზღვრულ სტიპენდიებთან შედარებით, რომელთა ოდენობა 620 ევროს შეადგენდა). გაცნობებთ, რომ […]

Წაიკითხე მეტი
27 მარტი 2017
უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისათვის

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლით 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში.აუცილებელია შენგენის სივრცეში დარჩენის დღეების გამოთვლა. შენგენის სივრცეში დარჩენის ხანგრძლივობის გამოთვლა შესაძლებელია შესაბამისი კალკულატორის მეშვეობით.შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის პირობებია: საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს (ბიომეტრიულ პასპორტს); საქართველოს მოქალაქემ უნდა დაადასტუროს შენგენის […]

Წაიკითხე მეტი
21 მარტი 2017
ევროკავშირი 60. ევროპის წარსული, აწმყო და მომავალი. გამოფენა და დისკუსია 24 მარტს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში

წარსულის შეფასება, აწმყოს გაანალიზება, მომავლის დაგეგმვა. 60 წელი რომის ხელშეკრულებების ხელმოწერიდან, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას. ეს თარიღი კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ბუნებრივია, ამ მსჯელობაში ჩართულია საქართველოც, ქვეყანა, რომლის იდენტობის ფესვები სწორედ ევროპულ კულტურაში უნდა ვეძიოთ და რომელსაც ევროპა აღიქვამს, როგორც დემოკრატიისა და განვითარების მძლავრ ფაქტორს. “ევროკავშირი […]

Წაიკითხე მეტი
20 მარტი 2017
“დიდი შვიდეულის” სამიტი (ქ. ტაორმინა, 2017 წლის 26-27 მაისი). შიდა საზღვრების დროებითი კონტროლის აღდგენა

“დიდი შვიდეულის” სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 26-27 მაისს ქ. ტაორმინაში გაიმართება, იტალიის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გამშვებ პუნქტებზე დროებით აღდგება შენგენის ზონის შიდა საზღვრების კონტროლი. შენგენის ზონაში გადაადგილების ჩვეული თავისუფალი რეჟიმის შეზღუდვა ამოქმედდება შენგენის სასაზღვრო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად (ევროკავშირის 2016 წლის 9 მარტის 2016/399 რეგულაცია). საქმე ეხება შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნებს შეთანხმებულ პროცედურას, […]

Წაიკითხე მეტი
10 მარტი 2017
მევიოლინეთა 36-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია”

იტალიის ქალაქ გორიციაში გაიმართება მევიოლინეთა 36-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია 2017”. შევსებული განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადად გამოცხადებულია 2017 წლის 2 მაისი. განაცხადები იგზავნება კონკურსის სამდივნოში, მისამართზე: დონ ჯოვანი ბოსკოს ქ. 91, გორიცია, იტალია. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 1, დანართი 2

Წაიკითხე მეტი