ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
1 ივნისი 2017
“#Vivere all’italiana”. იტალიური ცხოვრების სტილით, კრეატიულობით, გამოფენებითა და წარმოდგენებით გამორჩეული ეროვნული დღესასწაული

“#Vivere all’italiana” – სწორედ ეს ჰაშთაგი იყო წარმოდგენილი თბილისის “Silk Factory Studio”-ს შთამბეჭდავ სივრცეში, რომელმაც 2 ივნისს, იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღმნიშვნელ წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმარს უმასპინძლა. იტალია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა – ეს ცხოვრების სტილია, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და გემოვნესთან ძალიან ახლოსაა (ამ ქვეყნებს კერძებისა და ღვინის სიყვარული, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა და ძველთაძველი კულტურა […]

Წაიკითხე მეტი
1 ივნისი 2017
მინისტრ ალფანოს გზავნილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით

იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად, მსურს ჩემი სიხარული გამოვხატო საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდახუთი წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენს შორის არსებულ ნდობითა და პატივისცემით გამსჭვალულ კავშირს ძირძველი ფესვები აქვს. ჩვენ 1992 წლიდან ვმუშაობთ ამ ტრადიციული მეგობრობის გარდაქმნაზე კონსტრუქციულ ურთიერთობებად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დონეზე. ეს ოცდახუთი წელი უკვე განხორციელებული სამუშაოს დასტურია და […]

Წაიკითხე მეტი
31 მაისი 2017
უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა უნივერსიტეტებში 2017/2018 აკადემიური წლისათვის – იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ცირკულარული განკარგულების არაოფიციალური თარგმანი ინგლისურ ენაზე

2017 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ცირკულარული განკარგულებისა და დანართის არაოფიციალურ თარგმანს ინგლისურ ენაზე, რომელიც ეხება “2017/2018 აკადემიური წლისათვის იტალიაში უმაღლესი განათლების კურსებზე უცხოელი/საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვასთან, იტალიაში შესვლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს”.

Წაიკითხე მეტი
25 მაისი 2017
პრეზიდენტ მატარელას მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი                                                                                                                                                              2017 წლის 26 მაისი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს,მის აღმატებულებას ბატონ გიორგი მარგველაშვილსთბილისი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ მოგილოცოთ იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით და გულწრფელად ვუსურვო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლისთავთან დაკავშირებით, მოხარული ვარ დავადასტურო, რომ ის მყარი მეგობრული კავშირი, რომელიც საქართველოსა და იტალიას […]

Წაიკითხე მეტი
23 მაისი 2017
ახალგაზრდა რეჟისორების თვალით დანახული იტალია

იტალიური ენის XVII მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და წელს ეძღვნება თემას “იტალიური ენა კინემატოგრაფში. იტალიელი კინოში”, “დანტე ალიგიერის საზოგადოება“, შვეიცარიის კონფედერაციასთან თანამშრომლობით, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ეროვნების ახალგაზრდა რეჟისორებს (18-დან 26 წლამდე), წარადგინონ საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კონკურსზე სახელწოდებით “როგორც სარკეში. გარედან დანახული იტალია”.ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით, სმარტფონით, […]

Წაიკითხე მეტი
16 მაისი 2017
დაიწყო დაძმობილების პროექტის განხორციელება. იტალია ამ პროექტის ლიდერია

იტალია “საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების” ახალი ევროპული პროექტის ლიდერია, რომლის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და წარმომადგენლები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, რეგიონული […]

Წაიკითხე მეტი
12 მაისი 2017
იტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად

დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი და მეგობრობის ასწლეულები. იტალია და საქართველო განსხვავებული ენების, მაგრამ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნებია. ამ ათასწლოვანი კულტურების ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას შესანიშნავი აწყმო და, რაც მთავარია, საუცხოო მომავალი აქვთ.დიახ, კულტურა დიალოგისთვის საუკეთესო საშუალებაა და ამ დიალოგის წარმართვა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მუსიკის მეშვეობითაც შეიძლება. 24 მაისს, ჯანსუღ კახიძის […]

Წაიკითხე მეტი
11 მაისი 2017
იტალიელი მევიოლინე გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება

გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი “კონტრაპუნქტი”, რომელიც თანამედროვეობის ორ უდიდეს კომპოზიტორს, დიმიტრი შოსტაკოვიჩსა და გია ყანჩელს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტს დაესწრებიან თავად მაესტრო ყანჩელი და რუსი კომპოზიტორის ქვრივი, ირინა შოსტაკოვიჩი.ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მიერ ორი კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება. 12 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში […]

Წაიკითხე მეტი
26 აპრილი 2017
“მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის”, საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების გადასარჩენად

კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რომელიც ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება: 1 მაისს, 21:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან სახელგანთქმული ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, ნიჭიერი ბრიტანელი პიანისტი ოლივერ პული და ორი იტალიელი ვარსკვლავი: უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პიანისტი […]

Წაიკითხე მეტი
19 აპრილი 2017
სახელგანთქმული იტალიელი მომღერალი საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

კიდევ ერთი იტალიელი მომღერლის მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში – ფრანჩესკო ელერო დ’არტენია, სახელგანთქმული იტალიელი ბანი, უამრავი კონკურსის, მათ შორის, ბუსეტოს “Voci Verdiane”, კასტელფრანკო-ვენეტოს “Mario del Monaco” და ფილადელფიის “Luciano Pavarotti International Voice Competition” კონკურსების გამარჯვებული. მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრების სცენაზე რიკარდო მუტისთან, ზუბინ მეტასთან, ნელო სანტისთან და ჟორჟ პრეტრისთან თანამშრომლობის შემდეგ, ფრანჩესკო ელერო დ’არტენია […]

Წაიკითხე მეტი