“დიდი შვიდეულის” სამიტი (ქ. ტაორმინა, 2017 წლის 26-27 მაისი). შიდა საზღვრების დროებითი კონტროლის აღდგენა
“დიდი შვიდეულის” სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 26-27 მაისს ქ. ტაორმინაში გაიმართება, იტალიის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გამშვებ პუნქტებზე დროებით აღდგება შენგენის ზონის შიდა საზღვრების კონტროლი. შენგენის ზონაში გადაადგილების ჩვეული თავისუფალი რეჟიმის შეზღუდვა ამოქმედდება შენგენის სასაზღვრო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად (ევროკავშირის 2016 წლის 9 მარტის 2016/399 რეგულაცია). საქმე ეხება შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნებს შეთანხმებულ პროცედურას, […]
Წაიკითხე მეტიმევიოლინეთა 36-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია”
იტალიის ქალაქ გორიციაში გაიმართება მევიოლინეთა 36-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია 2017”. შევსებული განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადად გამოცხადებულია 2017 წლის 2 მაისი. განაცხადები იგზავნება კონკურსის სამდივნოში, მისამართზე: დონ ჯოვანი ბოსკოს ქ. 91, გორიცია, იტალია. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 1, დანართი 2
Წაიკითხე მეტი“აიდა”, ვერდის შედევრი იტალიელი მომღერლების შესრულებით
“აიდა” თბილისში 140 წლის შემდეგ. ვერდის უკვდავი შედევრი, რომელიც თბილისში პირველად 1877 წელს შესრულდა, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაბრუნდა. დიდი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის რეჟისურა, სტეფანო ტრესპიდის დადგმა და ანა ანის კოსტუმები. “აიდას” ამ ვერსიას, რომელიც პირველად დიდი კომპოზიტორის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვერდის მშობლიური ქალაქის პატარა თეატრში დაიდგა, თბილისში […]
Წაიკითხე მეტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ფერარაში. შეხვედრები ფერარის უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან
20-21 თებერვალს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი იტალიაში, ფერარის უნივერსიტეტსა და როვიგოს პროვინციაში. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია კავშირების გაძლიერება უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის, სამეცნიერო-კულტურულ და ეკონომიკურ დარგებში. ამ ვიზიტის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფერარის უნივერსიტეტის პროფესორს ლივიო ძერბინის, რომელიც წლების განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოში გამართულ სხვადასხვა არქეოლოგიურ მისიებში და, ამავე დროს, ქ. ბათუმის შავი ზღვის კვლევების […]
Წაიკითხე მეტივიზალიბერალიზაცია. განხორციელებული რეფორმების აღიარება. ამ ახალი ინსტრუმენტის სწორად გამოყენების პასუხისმგებლობა
2017 წლის 27 თებერვალი, მნიშვნელოვანი დღე. დღე, როდესაც ევროპის საბჭომ საქართველოს სასარგებლოდ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამავდროულად აამოქმედა შეჩერების მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სხვა მინისტრების, საქართველოს პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან და ამ პროცესში ჩართული ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად – მედიის […]
Წაიკითხე მეტიორმაგი ხარისხის დიპლომი, ბოკონის მენეჯმენტის სკოლა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA: მომავალი საჯარო სექტორის მენეჯერთა აღსაზრდელად
ბოკონის მენეჯმენტის სკოლა საქართველოში მომავალი მმართველი გუნდის საგანმანათლებლო პარტნიორი გახდა. მილანის უნივერსიტეტის ბოკონის მენეჯმენტის სკოლასა და პრესტიჟულ, არაერთი ლიდერის აღმზრდელ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ GIPA-ს შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა ორმაგი ხარისხის დიპლომის გასაცემად. ხელმოწერის ცერემონია საერთაშორისო კონფერენციის “ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და დიპლომატიური […]
Წაიკითხე მეტიMade in Italy-ს კრეატიულობის აღსანიშნავად ჯუჯაროს მიერ თბილისში დაარსებულ დიზაინის სკოლაში
იტალიური დიზაინის უაღრესად საინტერესო პრეზენტაცია და ექსკურსი წარსულში: ერნესტო როჯერსის “Domus”-დან დ’ასკანიოს “Vespa”-მდე, პალავიჩინოს “Lambretta”-დან ჯაკოზას “500”-მდე, “Pininfarina-ს “Berlinetta”, ნიცოლის “Olivetti”, ჯიო პონტის “La Pavoni”, ძმები კასტილიონების სანათი “Arco” და აულენტის სკამები. სოტსასის ავარგარდული მანერა, მენდინის “Alchimia” (სხვადასხვა ტექნიკის შერევა, როგორც რეაქცია ფორდიზმზე), “Memphis”-ს ჭრელი პოპ-სტილი, სტეფანო ჯოვანონის დეკორატიული “ნივთი-სათამაშოები”, მილანის ტრიენალესა და მილანის ავეჯის […]
Წაიკითხე მეტი2017 წელს კულტურული საქმიანობის სპონსორობა
იმ კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, რომლებმაც არაოფიციალურად გამოხატეს დაინტერესება, ჩაერთონ 2017 წელს იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის სპონსორობის პროგრამაში, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს ფორმალური მხარის დასრულება, 2017 წლის 23 იანვარს შესარჩევი პროცედურის განაცხადის მე-2 მუხლით განსაზღვრულმა ვადამ გადაიწია 2017 წლის 10 მარტამდე.
Წაიკითხე მეტიფოიბეს მსხვერპლთა ხსოვნის დღე
დღეს, 10 თებერვალს, იტალიაში აღინიშნება “ფოიბეს მსხვერპლთა ხსოვნის დღე”, რომელიც 2004 წელს დაწესდა “იტალიელებისა და ფოიბეს ყველა მსხვერპლის ხსოვნის, მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდგომ წლებში ისტრიელების, ფიუმელებისა და დალმაციელების მშობლიური მიწიდან განდევნისა და იტალიის აღმოსავლეთ საზღვარზე მომხდარი ტრაგედიის მოსაგონრად”.ჩვენი საელჩოს დროშები სანახევროდ დაშვებულია მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იტალიის აღმოსავლეთ საზღვარზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის […]
Წაიკითხე მეტიიტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი 2017
სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, საქართველოში ინვესტირებითა და ბიზნესის წარმართვით დაინტერესებული იტალიური კომპანიებისათვის აქ არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობა, კონკრეტული პროექტებისა და პერსპექტიული თანამშრომლობისაკენ მიმართული პროგრამების შეთავაზება, “B2B” ფორმატის შეხვედრები – იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომელიც 2017 წლის 8 მარტს, ქ. რომში, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართება.იტალიური ნაწარმი ქართველ ბიზნესმენებსა და […]
Წაიკითხე მეტი