ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
22 დეკემბერი 2016
უამრავი წიგნი იტალიურ ენაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებისთვის – ამიერიდან ყველა ქართველი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია იტალიური წიგნების ფართო არჩევანი, ფილოსოფიიდან ისტორიამდე, მეცნიერებიდან გეოგრაფიამდე, ხელოვნებიდან ლიტერატურამდე. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა იტალიური ბიბლიოთეკა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში პირველად უმასპინძლა ქართულმა საჯარო დაწესებულებამ. ბიბლიოთეკა შეიქმნა 4700-ზე მეტი იტალიურენოვანი წიგნის ბაზაზე, რომელიც იტალიის საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად […]

Წაიკითხე მეტი
16 დეკემბერი 2016
საერთაშორისო კარიერის ფესტივალი

2017 წლის 11-14 მარტს ქ. რომში გაიმართება საერთაშორისო კარიერის ფესტივალი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების, სხვადასხვა ინსტიტუციების, საზოგადოებების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთგადაკვეთისა და თანამშრომლობისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ეს ფესტივალი ერთადერთია იტალიაში, რომელიც მთლიანად ეძღვნება ახალგაზრდებსა და მათი კარიერის განვითარების საკითხებს. ღონისძიების მთავარი მიმართულებებია: საერთაშორისო კარიერა, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები, ექსპერტებთან შეხვედრა, შეჯიბრებები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს შორის, […]

Წაიკითხე მეტი
1 დეკემბერი 2016
დავიდე ამადიო და მისი ვიოლონჩელო ბაროკოს მუსიკალურ ფესტივალზე

შარშანდელი წარმატების შემდეგ, თბილისი წელსაც მასპინძლობს ბაროკოს მუსიკალურ ფესტივალს (10 ნოემბერი – 14 დეკემბერი) და, დიდებული მუსიკისა და ძველებური საკრავების მეშვეობით, მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს პერიოდის ბრწყინვალებას.ცხადია, რომ იტალია, რომელიც გამოირჩევა ბაროკოს პერიოდის მუსიკის შექმნისა და შესრულების შესანიშნავი ტრადიციითა და საუკეთესო სიმებიანი საკრავებით, ამ ფესტივალს ვერ გამოაკლდებოდა. ბუნებრივია, რომ ამ ფესტივალში იტალიის საელჩოც ჩაერთო. 9 […]

Წაიკითხე მეტი
1 დეკემბერი 2016
ლუიჯი პირანდელოს „მთის გოლიათები“ – იტალიური დადგმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

მიმდინარე თეატრალური სეზონი განსაკუთრებით მდიდარია იტალიური სპექტაკლებითა და ღონისძიებებით. 2016 წლის ფესტივალის „საჩუქარი” ფარგლებში გამართული პროგრამის „ფოკუსშია იტალია” შემდეგ, კიდევ ერთი იტალიური პრემიერა გველის, ამჯერად უკვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე. 2016 წლის 6 დეკემბერს ცნობილი იტალიელი რეჟისორები ენცო ვეტრანო და სტეფანო რანდიზი წარმოგვიდგენენ ლუიჯი პირანდელოს უკანასკნელი ნაწარმოების, მისი დაუმთავრებელი შედევრის „მთის გოლიათების” იტალიურ-ქართულ […]

Წაიკითხე მეტი
30 ნოემბერი 2016
შეიძინეთ იტალიური პროდუქცია და ჩაერთეთ ქველმოქმედებაში! ერთმანეთს შევხვდებით ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

ტკბილეული და შოკოლადი, ძეხვეული და ყველი, ღვინო და ყავა, ლაზანია და ტირამისუ, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანისამოსი, სამკაულები, სათვალეები, კოსმეტიკური საშუალებები და საოჯახო ნივთები – “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია, ნუგბარი და უამრავი სიურპრიზი გელით ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც გაიმართება შაბათს, 3 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”. იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, […]

Წაიკითხე მეტი
30 ნოემბერი 2016
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ბევრი იტალიელი სტუმრითა და იტალიური ფილმებით

იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი “იტალიურ სექციაში” წელსაც ბევრ იტალიურ ფილმს შემოგთავაზებთ: „სალვატორე ჯულიანო” – ფრანჩესკო როზი (29 ნოემბერი); “უკანასკნელი კურორტი” – თანოს ანასტოპულოსი, დელ დეგანი (29 ნოემბერი); „ბრძოლა ალჟირისათვის” – ჯილდო პონტეკორვო (30 ნოემბერი); „ხანგრძლივი სიჩუმე” – მარგარეტ ფონ ტროტა (1 დეკემბერი); „პრიმო ლევის მოგზაურობა” – დავიდე ფერარიო (1 დეკემბერი); „ტკბილი სიზმრები” – […]

Წაიკითხე მეტი
16 ნოემბერი 2016
იტალიური ღვინოები და საკვები პროდუქტები – კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართული ბაზრისა და ქართული გემოვნებისთვის

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი შესანიშნავი ექსპონატების გარდა, “Made in Italy”-ს შესახებ მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – სოფლის მეურნეობის პროდუქციაც გვიამბობს. გამოფენამ “იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” იტალიურ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, ქართული ბაზრისთვის საკუთარი პროდუქტი გაეცნოთ, მათ შორის Bellenda-ს პროსეკო, Lo Sperone-ს ბრუნელო დი მონტალჩინო, არმანის წყალი, Manduria-სა და Lavorata-ს მარნების ღვინო, Laurieri-ს […]

Წაიკითხე მეტი
16 ნოემბერი 2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ქართული კომპანიების წარმომადგენლები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე (EIMA)

იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ICE) თბილისის წარმომადგენლობის და ICE-ს ბაქოს ოფისის ძალისხმევით და FEDERUNACOMA-ს (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაცია) ხელშეწყობით, რამოდენიმე უმსხვილესი ქართული კომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე დაესწრნენ ქ. ბოლონიაში 9-13 ნოემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას (EIMA), სადაც წარმოდგენილი იყო 1900 მონაწილე და 50000 მოდელი. საქართველოდან ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა […]

Წაიკითხე მეტი
15 ნოემბერი 2016
მოგზაურობა იტალიური მოდის სამყაროში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე

14 ნოემბრის საღამოს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) არაჩვეულებრივ სივრცეში გაიხსნა გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი”. გამოფენა ეძღვნება მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და უმაღლეს პროფესიონალიზმს, მათ, ვინც მსოფლიოში „იტალიური სტილის” დამკვიდრებაში თავისი წვლილი შეიტანა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის […]

Წაიკითხე მეტი
10 ნოემბერი 2016
მოგზაურობა იტალიური მოდის სამყაროში: “იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი”

სამშაბათს, 15 ნოემბერს იწყება მოგზაურობა იტალიური მოდის მომხიბვლელ სამყაროში – თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი გამოფენა “იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი”, რომელიც გაიხსნება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. გამოფენაზე, რომელიც სტილისა და ელეგანტურობის ისტორიას მოგითხრობთ, იხილავთ იტალიური კრეატიულობის საუკეთესო ნიმუშებს, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალურ ტანსაცმელს: Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Valentino, Sarli, Lancetti, Renato […]

Წაიკითხე მეტი