3-6 ივლისს ავანგარდულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე მომუშავე, 300000 კვ.მ ფართობისა და სამოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე საექსპოზიციო კომპლექსმა Fiere di Parma-მ ქართველ მწარმოებელთა დელეგაციას უმასპინძლა. სურსათის წარმოების დარგის უმსხვილესი ქართული კომპანიების (მათ შორის, “ნიკორასა” და “კულას”) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 60-მდე “B2B” ფორმატში გამართულ შეხვედრაში, მოინახულეს უმსხვილესი იტალიური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ქარხნები და გაეცნენ წარმოებისა და ავტომატიზაციის უახლეს პროცესებს.
ჩვენს საელჩოსთან თანამშრომლობით, სააგენტო ICE-სა და სააგენტოს თბილისის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ვიზიტი გაიმართა სურსათის 52-ე საერთაშორისო გამოფენა Cibus Tec-სათვის (2019 წლის 22-25 ოქტომბერი) მოსამზადებელი პირველი ეტაპის ფარგლებში. Cibus Tec წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, სურსათის წარმოების (როგორც ინგრედიენტების, ასევე, საწარმოო პროცესის ტექნოლოგიების, შეფუთვისა და ლოჯისტიკის კუთხით) ტექნოლოგიური ინოვაციების წარმოსაჩენად.
ტვ პირველი – გადაცემა „საქმის კურსი“, 19.07.2017