პოლიტიკური ხედვების თანხვედრა, ღია კარი ჩვენი კომპანიებისათვის და მრავალრიცხოვანი კულტურული და სამეცნიერო პროექტი
პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და სამომავლოდ მნიშვნელოვანი ვიზიტების დაგეგმვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური პერსპექტივებისა და ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა იტალიის მხრიდან; ღია კარი იტალიური კომპანიებისათვის; 2017 წლის დასაწყისში ქ. რომში დაგეგმილი ბიზნესფორუმი ქართული კომპანიების მონაწილეობით. ვაჭრობის ზრდისა და ინვესტიციების გასაძლიერებლად თანამშრომლობის სფეროთა გაფართოება: ინფრასტრუქტურიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან ენერგეტიკამდე, ლოჯისტიკიდან მანქანა-დანადგარების წარმოებამდე. იტალიური ენის პოპულარიზაცია ქართულ სკოლებში ორენოვანი სექტორების […]
Წაიკითხე მეტიიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტი საქართველოში
2016 წლის 6-7 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ესტუმრება. თბილისი კავკასიის რეგიონში მინისტრის მისიის პირველი ეტაპია (შემდეგი ეტაპები ბაქო და ერევანია). მინისტრი ჯენტილონი, თავის კოლეგასთან, მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად განიხილავს უმთავრეს საერთაშორისო საკითხებს. ორი ქვეყნის […]
Წაიკითხე მეტისაქართველოს შრომის კოდექსი. იტალიელი იურისტების მიერ შემუშავებული კომენტარის წარდგენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა “საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის” პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული კომენტარის შექმნაში მონაწილეობას ორი იტალიელი იურისტი იღებდა – პროფ. ანდრეა ბორონი ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტიდან და პროფ. ფრანჩესკო ბაკინი მილანის ბიკოკას უნივერსიტეტიდან. თავდაპირველად ნაშრომი ინგლისურ ენაზე დაიწერა, ახლა კი უკვე ხელმისაწვდომია მისი ქართული ვერსიაც. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და აკადემიური […]
Წაიკითხე მეტიპირველი სპექტაკლი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარის” ახალი პროგრამის ფარგლებში “ფოკუსში იტალიაა”
29 და 30 ოქტომბერს იტალიის საელჩო საქართველოში და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს “იტალია ათიან წლებში – იტალია დღეს”, რომელიც იტალიელი დრამატურგის, ედოარდო ერბასა და დამოუკიდებელი კვლევის თეატრალური ასოციაციის (ATIR) დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის სერენა სინიგალიას ერთობლივი მუშაობის შედეგია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბეატრიჩე სკიროსი, მარია პილარ პერეს ასპა, სტეფანო ორლანდი, მატია ფაბრისი, […]
Წაიკითხე მეტიხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარის” პროგრამა “ფოკუსში იტალიაა”
იტალიის საელჩო საქართველოში და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 2016 წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას “ფოკუსში იტალიაა”: 29 და 30 ოქტომბერი, 20:00სთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – სპექტაკლი “იტალია ათიან წლებში – იტალია დღეს”, რომელიც იტალიელი დრამატურგის, ედოარდო ერბასა და დამოუკიდებელი კვლევის თეატრალური ასოციაციის (ATIR) დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის სერენა სინიგალიას ერთობლივი მუშაობის შედეგია. სპექტაკლის სიუჟეტი […]
Წაიკითხე მეტირესპუბლიკის 70 წელი: თავისუფლების, სტილისა და შემოქმედების ისტორია, რომელსაც ჟურნალი “არილი” გვიყვება
იტალიის საელჩო საქართველოში და ჟურნალი “არილი” 24 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წარმოგიდგენთ “არილის” სპეციალური ნომერს, რომელიც მთლიანად ეძღვნება იტალიასა და იტალიის რესპუბლიკის დაბადებას. აი, ასე ლამაზად დასრულდება იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული.ჟურნალის ეს ნომერი, რომელიც საელჩოსთან თანამშრომლობით მომზადდა, მოგითხრობთ იტალიურ გენიაზე და მკითხველს სთავაზობს წარმოსახვით მოგზაურობას დანტეს უსიერი ტყიდან ეკოს საიდუმლოებით აღსავსე შუასაუკუნეებამდე, […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული: სოლდინის ფილმი “მდინარე ყოველთვის მართალია”
17-23 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იტალიური ენა და შემოქმედება: ბრენდები და ტრადიციები, მოდა და დიზაინი”.19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” (დარბაზი 3) გაიმართება სილვიო სოლდინის ახალი დოკუმენტური ფილმის “მდინარე ყოველთვის […]
Წაიკითხე მეტიZero Hackathon: იდეების მარათონი ეკოლოგიური მომავლისთვის
იტალიური საზოგადოება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის (SIOI-UNA Italy), იტალიაში აშშ-ს დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური დახმარებით, მართავს ღონისძიებას “ZeroHackathon” – იდეების პირველ მარათონს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გამოავლენს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებულ საუკეთესო იდეებს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიის შესანარჩუნებლად.ღონისძიებაში, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისი 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე […]
Წაიკითხე მეტითუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს გახსენება
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პაურეატის, ახლახან გარდაცვლილი დარიო ფოს გახსენება: იტალიის საელჩო საქართველოში და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 11 ნოემბერს წარმოგიდგენთ სპექტაკლს “არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!”, რომელიც იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარის” ახალი პროგრამის ფარგლებში “ფოკუსში იტალიაა”. იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ბრწყინვალე კომედიის ინტერპრეტაცია […]
Წაიკითხე მეტიგამოფენა “ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე” თბილისში
თავდაპირველად ხე, შემდეგ კასრი, ახლა კი საუცხოო დიზაინერული ნაკეთობა – ეს იმის დასტურია, რომ სიცოცხლე იცვლება და საოცარ სიურპრიზებსაც გთავაზობთ. გამოფენა “ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე” ტრადიციის (მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიციის, რომელიც იტალიასა და საქართველოს აერთიანებს), ინოვაციებისა და საზოგადოებისთვის გაწეული ძალისხმევის ნაზავია. სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” (თბილისი) 18 ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი საკასრე […]
Წაიკითხე მეტი