გნებავთ, თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში, რომელიც 2 ივნისს ქ. თბილისში გაიმართება.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და გააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it
რესპუბლიკის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ამსახველი მასალების სანახავად დააჭირეთ აქ: