იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი
2017 წლის 26 მაისი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს,
მის აღმატებულებას ბატონ გიორგი მარგველაშვილს
თბილისი
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ მოგილოცოთ იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით და გულწრფელად ვუსურვო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.
ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლისთავთან დაკავშირებით, მოხარული ვარ დავადასტურო, რომ ის მყარი მეგობრული კავშირი, რომელიც საქართველოსა და იტალიას აერთიანებს, ინტენსიურ თანამშრომლობაში გამოიხატება, რომელიც სხვადასხვა ნაყოფიერი შეხვედრიდან სულ უფრო ახალ იმპულსებს იღებს.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული შესანიშნავი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა იმ მნიშვნელოვანი განვითარების წყალობით, რომელიც წელს უვიზო მიმოსვლის შემოღებით დაგვირგვინდა. მოხარული ვარ ამ დიდი მიზნის მიღწევით, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტურ ეტაპს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, რასაც იტალია მხარს მტკიცე რწმენით უჭერს.
სწორედ ამ სულისკვეთებით, მინდა გისურვოთ კეთილდღეობა თქვენ და თქვენს ხალხს.
სერჯო მატარელა