ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა
გასულ 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იტალიის საბაჟოს და მონოპოლიის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ორმხრივ თანამშრომლობაზე საბაჟო სფეროში, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას, საბაჟო კონტროლისა და შემოწმებების გაძლიერებისა და სავაჭრო გაცვლის ხელშეწყობის მიზნით. მემორანდუმის ტექსტის სანახავად დააჭირეთ აქ: […]
Წაიკითხე მეტისასწავლო სტიპენდიები ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტის იტალიური ენის კურსებზე სწავლის მსურველთათვის
იტალიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებული ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს 1995 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტების იტალიური ენის დეპარტამენტების სტუდენტების 2017 წლისთვის სთავაზობს შემდეგ შეღავათებს:1 სტიპენდიას იტალიური ენის 2 კვირიან კურსზე უფასოდ დასასწრებად;4 სტიპენდიას 50%-ანი ფასდაკლებით იტალიური ენის 2 კვირიან კურსზე დასასწრებად.აღნიშნული შეღავათები არ მოიცავს მოგზაურობისა და საცხოვრებლის ხარჯს და ასევე, არ მოიცავს ინსტიტუტში […]
Წაიკითხე მეტიჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, იტალიურ სკოლა “ცისკართან” თანამშრომლობით, 27 იანვარს გამართა რობერტო ბენინის ფილმის “ცხოვრება მშვენიერია” ჩვენება სკოლის მოსწავლეებისათვის.იტალიელი რეჟისორისა და მსახიობის რობერტო ბენინის ფილმმა უამრავი პრესტიჟული კინოპრიზი მიიღო, მათ შორის, 3 “ოსკარი”, კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია, იტალიის კინოაკადემიის 9 პრემია “დონატელოს დავითი” და “სეზარი” საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. ეს ნამდვილი შედევრი […]
Წაიკითხე მეტიბოლონიის უნივერსიტეტის მიერ უცხოელი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიები 2017-2018 სასწავლო წლისათვის
ბოლონიის უნივერსიტეტი გასცემს 48 სასწავლო სტიპენდიას (დასაბეგრი 11.000 ევროს ოდენობით), რომლებიც გაიცემა SAT და GRE საერთაშორისო ტესტების საფუძველზე.განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 31 მარტი.უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების, ფასდაკლებების და უნივერსიტეტში ჩაწერის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტიიტალიური წიგნის პოპულარიზაციის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის განკუთვნილი სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო აქვეყნებს იტალიური წიგნის პოპულარიზაციის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის განკუთვნილი სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობებს.კონკურსში მისაღები პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:დაფინანსების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება 2017 წლის 31 მარტამდე იტალიის საელჩოში, შემდეგ […]
Წაიკითხე მეტიიტალიის საელჩო არჩევს სპონსორებს 2017 წლის კულტურული საქმიანობისთვის
გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას ან სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალიასა და საქართველოს შორის კავშირებია? გინდათ, მაღალი დონის კულტურული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? თბილისში იტალიის საელჩოს მიერ 2017 წლისთვის დაგეგმილ კულტურულ საქმიანობაში […]
Წაიკითხე მეტი“Vivere all’Italiana” – სილამაზისა და პოეზიის შერწყმა ცხოვრებასა და შემოქმედებასთან
“Vivere all’Italiana” (“იცხოვრე იტალიური ცხოვრების სტილით”) – უცხოეთში იტალიის პოპულარიზაციისთვის შემუშავებული ინოვაციური სტრატეგია, რომელიც წარმოდგენილი იყო გასულ 19-20 დეკემბერს გამართულ, იტალიური კულტურის 83 ინსტიტუტის დირექტორთა კონფერენციაზე.კულტურის ინსტიტუტების დირექტორების გარდა, ორდღიან კონფერენციას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ანჯელინო ალფანო, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი, დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტი ანდრეა რიკარდი და იტალიის ტელერადიომაუწყებლობის […]
Წაიკითხე მეტი2016, ემოციებით სავსე წელიწადი
მოდა და დიზაინი იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ჩვენებათბილისი2016 წლის 2 ივნისიიტალიურ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა და მოდის პალატასთან თანამშრომლობით, გაიმართა იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ჩვენება. იტალიური დროშა დიზაინერების ინტერპრეტაციითთბილისი2016 წლის 2 – 6 ივნისიცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ „იტალიური დროშის თემაზე” შექმნილი ორიგინალური ნამუშევრების შთამბეჭდავი კოლექცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების […]
Წაიკითხე მეტი2016 წლის ყველა ღონისძიება: დიზაინი, სამზარეულო, თეატრი, მუსიკა, კინო და ბევრი სხვა რამ
ემოციებით, წარმოდგენებითა და ღონისძიებებით სავსე წელიწადი. დატვირთული პროგრამა იტალიური ენისა და კულტურის გასავრცელებლად, საქართველოში იტალიის უკეთ გასაცნობად და შესაყვარებლად. მოდით, ერთად გადავხედოთ ჩვენს პატარა ალბომს, გავიხსენოთ წლევანდელი პროექტები და მოვემზადოთ ახალი იდეების განსახორციელებლად.გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს მრავალრიცხოვან სპონსორებს, ვინც ჩვეული სიყვარულითა და დიდსულოვნებით მხარი დაგვიჭირა და ხელი შეუწყო ჩვენს წლევანდელ კულტურულ საქმიანობას.
Წაიკითხე მეტისაქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად
საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად, რომელიც გაიმართება ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით: 28 დეკემბერს, 21:30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან მუსიკოსები და ფოლკლორული ჯგუფები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. იტალიას წარმოადგენს ჯგუფი “Le Divas”, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია ცნობილ მომღერალთან, ანდრეა ბოჩელისთან მისი მსოფლიო გასტროლების ფარგლებში და, ასევე, ახალგაზრდა […]
Წაიკითხე მეტი