შარშანდელი წარმატების შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბათუმისა და ურეკის სცენები (შესვლა თავისუფალია) და, ასევე, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena” შეკვეთილში, უმასპინძლებენ სხვადასხვა ფოლკლორულ ჯგუფებს და მუსიკოს-შემსრულებლებს საქართველოდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, ფესტივალზე იტალიას წარმოადგენს ფოლკლორული ჯგუფი გენუიდან “La Squadra“, რომელიც შეასრულებს ტრადიციულ მრავალხმიან მუსიკას ინსტრუმენტული თანხლების გარეშე.
არ გამოგრჩეთ, თქვენ გელით ძველი გენუის ჰანგები და “Trallalero”-ს საიდუმლოებით აღსავსე სამყარო, პოლიფონიისა და შუა საუკუნეების ლირიზმის ნამდვილი სინთეზი.
ფესტივალის გალა-კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ:
ფესტივალის ფარგლებში, 1 სექტემბერს 17:00 სთ-ზე, ურეკის კულტურის სასახლის სცენაზე წარსდგება კიდევ ერთი იტალიური ფოლკლორული ჯგუფი პრემანადან, ლომბარდიის რეგიონის მომხიბვლელი ტრადიციითა და საიდუმლოებით აღსავსე რიტუალით.