ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
20 აპრილი 2016
ეროს რამაცოტის “Perfetto Tour” (“იდეალური ტურნე”) თბილისში

წლის ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი და სასურველი კონცერტი გაიმართება კვირადღეს, 24 აპრილს, 20:00 საათზე. თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ეროს რამაცოტი კონცერტით “Perfetto Tour”. შესრულდება იტალიელი მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერები და კომპოზიციები ახალი ალბომიდან. “საქართველოში არასდროს მიმღერია! იმედი მაქვს, რომ ამ პირველ კონცერტს თბილისში ბევრი სხვა მოჰყვება,” – ენთუზიამს ვერ მალავს მომღერალი. […]

Წაიკითხე მეტი
7 აპრილი 2016
მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. სამაგისტრო კურსი “International Economics and Commerce” (IEC)

მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯორჯო ფუას სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტზე მომავალი სასწავლო წლისთვის გაიხსნა სამაგისტრო კურსი “International Economics and Commerce”(IEC), რომელიც ჩატარდება ინგლისურ ენაზე. უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სასწავლო სტიპენდიით, რომელიც დამსახურების მიხედვით გაიცემა და რომელიც გზის და საცხოვრებელ ხარჯებს დაფარავს.დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.econ.univpm.it/IEC?language=en იხილეთ ბროშურა

Წაიკითხე მეტი
23 მარტი 2016
იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები 2016-2017 აკადემიური წლისთვის (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 აპრილის შუაღამე იტალიური დროით, 2016 წლის 16 აპრილის 02.00 საათი საქართველოს დროით)

გაცნობებთ, რომ ვებგვერდზე: http://borseonline.esteri.it დაიწყო ონლაინ რეჟიმში განაცხადების წარდგენის პროცედურა იტალიის მთავრობის მიერ 2016-2017 აკადემიური წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიების მისაღებად. დეტალური ინფორმაცია სასწავლო სტიპენდიის ტიპის, კანდიდატურის წარდგენისთვის აუცილებელი პირობებისა და ფორმალობების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: ოფიციალური შეტყობინება იტალიურ ენაზე ოფიციალური შეტყობინება ინგლისურ ენაზე შეგახსენებთ, რომ განიხილება მხოლოდ […]

Წაიკითხე მეტი
16 მარტი 2016
სტიპენდიები იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე დამსწრეთათვის

Centro Studi Italiani , იტალიური ენისა და კულტურის სწავლების კურსები იტალიის რეგიონ მარკეს ქალაქ ურბანიაში 1985 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 სასწავლო წლისათვის ცენტრი დაინტერესებულთ შემდეგ სტიპენდიებს სთავაზობს:– 350 ევროს ოდენობის 2 სტიპენდია ( 4 კვირიანი კურსის საფასურის 50%)– 650 ევროს ოდენობის 2 სტიპენდია ( 8 კვირიანი კურსის საფასურის 50%)-940 ევროს ოდენობის 1 სტიპენდია ( 12 კვირიანი […]

Წაიკითხე მეტი
9 მარტი 2016
ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი

2016 წ. 09-18 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მხარდაჭერით თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი ჩატარდება. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 17 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს. სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემაა “გარდამტეხი მომენტები” და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში, […]

Წაიკითხე მეტი
3 მარტი 2016
სპექტაკლი „ Chiaroscuro” (შუქჩრდილები) – მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ტილოების გაცოცხლება

7 მარტს, იტალიის საელჩო საქართველოში მიხეილ თუმანშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე წარმოგიდგენთ ქ.ნეაპოლის ცნობილი თეატრალური დასის, Teatri 35 – ს სპექტაკლს “Chiaroscuro” ( „შუქჩრდილები“), რომლის განმავლობაშიც გაცოცხლდება დიდი იტალიელი ფერმწერის, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს 18 ყველაზე ცნობილი ტილო.წარმოდგენა გაიმართება მისთვის სპეციალურად შერჩეული იტალიური ბაროკოს პერიოდის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით, რომლებსაც შეასრულებს თბილისის სახელმწიფო ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“.ეს […]

Წაიკითხე მეტი
10 თებერვალი 2016
2016 წელს კულტურული საქმიანობის სპონსორობა

იმ კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, რომელთაც არაოფიციალურად გამოხატეს დაინტერესება ჩაერთონ 2016 წელს იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის სპონსორობის პროგრამაში, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს ფორმალური მხარის დასრულება, 2016 წლის 13 იანვარს შესარჩევი პროცედურის განაცხადის მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადა გადაიწია 2016 წლის 29 თებერვლამდე.

Წაიკითხე მეტი
5 თებერვალი 2016
გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო. არაჩვეულებრივი კონცერტი და მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი

დიდი ქართველი კომპოზიტორის მუსიკისადმი მიძღვნილი კონცერტი – მეგობრობის შესანიშნავი ჟესტი. იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის – გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელიც გაიმართება 9 თებერვალს, 19 საათზე,თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქ.8). მაესტროს დაუვიწყარ მუსიკას შეასრულებს იტალიელი პიანისტი ალესანდრო სტელა, რომელიც წარსდგება კინოსა და თეატრისათვის შექმნილი […]

Წაიკითხე მეტი
26 იანვარი 2016
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2016

დღეს, 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში საერთაშორისო ფონდ “ლეა”-სთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში იტალიელი კინორეჟისორის კარლო ლიცანის ფილმის” სასტუმრო მეინას” კინოჩვენებას აწყობს.იმის დასტურად, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, და მის დევიზს „ გვახსოვდეს წარსულის დანაშაულები მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად“, ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულები […]

Წაიკითხე მეტი
13 იანვარი 2016
იტალიის საელჩო არჩევს სპონსორებს 2016 წლის კულტურული საქმიანობისთვის

თბილისი, 2016 წლის 13 იანვარი – გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას ან სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალიასა და საქართველოს შორის კავშირებია? გინდათ, მაღალი დონის კულტურული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? თბილისში იტალიის საელჩოს […]

Წაიკითხე მეტი