ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ფოიბეს მსხვერპლთა ხსოვნის დღე

დღეს, 10 თებერვალს, იტალიაში აღინიშნება “ფოიბეს მსხვერპლთა ხსოვნის დღე”, რომელიც 2004 წელს დაწესდა “იტალიელებისა და ფოიბეს ყველა მსხვერპლის ხსოვნის, მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდგომ წლებში ისტრიელების, ფიუმელებისა და დალმაციელების მშობლიური მიწიდან განდევნისა და იტალიის აღმოსავლეთ საზღვარზე მომხდარი ტრაგედიის მოსაგონრად”.
ჩვენი საელჩოს დროშები სანახევროდ დაშვებულია მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იტალიის აღმოსავლეთ საზღვარზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ვენეცია-ჯულიაში, ისტრიასა და დალმაციაში მცხოვრები უამრავი იტალიელი იუგოსლაველმა ჯარისკაცებმა დახოცეს, ბევრი მათგანი კასტრულ ჭებში (ე.წ. “ფოიბეებში”) ჩააგდეს, ათაობით იტალიელი კი მშობლიური მხარედან სამუდამოდ გადაასახლეს.

giorno ricordo