ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
15 ივნისი 2015
ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია შიდა ქართლში

2015 წლის 18 ივნისიდან 4აგვისტომდე შიდა ქართლში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის ერთობლივი არქოლოიური   მისიის ფარგლებში ჩატარდება ყოველწლიური ექსპედიცია, რომელსაც პროფესორი ელენა როვა და პროფესორი იულონ გაგოშიძე ხელძღვანელობენ. მისია 2009 წლიდან არის გახსნილი, 2013 წლიდან კი არქეოლოგიური სამუშაოები ქარელის რაიონში, „არადეთის ორგორა“/,,დედოფლის გორა“-ზე მიმდინარეობს. არქოლოგიური გათხრების კომპლექსს მდინარე ფცის და მტკვრის შესართავთან სტრატეგიული […]

Წაიკითხე მეტი
10 ივნისი 2015
ბოლონიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლასამაგისტრო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში  (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კანდიდატებისთვის და 30 ივნისი- ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანდიდატებისთვის)

ბოლონიის უნივერსიტეტი გასცემს 27 სტიპენდიას ( სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით) და უპროცენტო სესხებს საკუთარი ბიზნეს სკოლის სამაგისტრო კურსზე დასასწრებადკურსის პროგრამა, რომელმაც European Foundation for Management Development -ის EPAS -ის აკრედიტაცია გაიარა, 12 თვეს გრძელდება, ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და შემდეგ სპეციალობებს მოიცავს: – Design, Fashion and Luxury Goods– Food and Wine– Green Energy and Sustainable Businesses– […]

Წაიკითხე მეტი
29 მაისი 2015
“Pensarecasa”-ს მაღაზიის გახსნა თბილისში

გასულ 22 მაისს საელჩოს კომერციული ატაშე დაესწრო “Pensarecasa”-ს მაღაზიის გახსნას (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ). იტალიური კომპანია წარმოადგინა სს “Gruppo IMAB”-ის პრეზიდენტმა  ჯანფრანკო ბრუსკოლიმ.ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, არქიტექტორები, დიზაინერები და ავეჯის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები.ორ სართულზე განთავსებული, 1200 კვ. მეტრი ფართობის მქონე შოურუმში წარმოდგენილია ცნობილი იტალიური ბრენდის ავეჯი და სახლის აქსესუარები.

Წაიკითხე მეტი
20 მაისი 2015
იტალიის მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში (2015 წლის 18-23 მაისი)

თბილისი – საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის პროგრამის ფარგლებში, ოთხშაბათს, 20 მაისს, 19:00 საათზე, “მწერალთა სახლში” (თბილისი, მაჩაბლის ქ. 13), იტალიელი პოეტი კლაუდიო პოცანი მკითხველს საკუთარ პოეზიას გააცნობს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი “ჩრდილების მარში” და იტალიურ ენაზე ნათარგმნი “თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია” (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). შეხვედრა წარიმართება იტალიურ ენაზე ქართულ ენაზე თარგმანით.ღონისძიება […]

Წაიკითხე მეტი
19 მაისი 2015
მე-8 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა “ექსპო ბათუმი 2015” (ბათუმი, 2015 წლის 22-22 მაისი)

2015 წლის 22-22 მაისს ქ. ბათუმის სასტუმრო “შერატონში” გაიმართება მე-8 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა “ექსპო ბათუმი”, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგამოფენო ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან,  აზერნაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან და გერმანიიდან.აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილები.ფაილი 1ფაილი 2

Წაიკითხე მეტი
19 მაისი 2015
ტრევიზოს სავაჭრო პალატასთან არსებული კომპანია “ტრევიზო გლოკალის” მიერ შემუშავებული პროექტი “Treviso the Art of Making”

მილანის გამოფენა Expo Milano 2015-ის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ტრევიზოს სავაჭრო პალატასთან არსებულმა კომპანია “ტრევიზო გლოკალმა” შეიმუშავა პროექტი “Treviso the Art of Making”, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოელი ბიზნესმენებისა და ტურისტების დაახლოებას ტრევიზოს ყველაზე საინტერესო წარმომადგენლობით კომპანიებთან. შემუშავდა ოთხი თემატური და გეოგრაფიული მარშრუტი, რომლებიც აჯგუფებს ტრევიზოს გამორჩეულ საწარმოო ასპექტებს და მნახველებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ადგილობრივ პროდუქტებსა […]

Წაიკითხე მეტი
18 მაისი 2015
გენუის უნივერსიტეტიიტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი საზაფხულო კურსი (სწავლის დაფინანსებაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მაისი)

გენუის უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო ცენტრი სანტა-მარგერიტა-ლიგურეში აწყობს იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელ საზაფხულო კურსს, რომელიც დაიწყება 17 აგვისტოს და დასრულდება 25 სექტემბერს.შესაძლებელია ლიგურიის რეგიონის მიერ შეთავაზებული დაფინანსებისა და სასწავლო სტიპენდიების მიღება, რომლებიც განკუთვნილია იტალიური წარმოშობის უცხოელი მოქალაქეებისათვის. ლიგურიული წარმოშობის მქონე მოქალაქეებს აბსოლუტური უპირატესობა ექნებათ სხვა კონკურენტებთან შედარებით.კურსზე ჩარიცხვის განაცხადები წარდგენილი უნდა იქნას […]

Წაიკითხე მეტი
18 მაისი 2015
ბოლონიის უნივერსიტეტიიტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა (განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მაისი)

ბოლონიის უნივერსიტეტის ენების, ლიტერატურისა და თანამედროვე კულტურის დეპარტამენტი, ფონდ “Alma Mater”-თან თანამშრომლობით, აწყობს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს.ლექციები დაიყოფა ორ მოდულად (2 და 3 კვირის ხანგრძლივობით): 2015 წლის 22 ივნისი – 3 ივლისი (A1, A2 და B1 დონისთვის) და 6 – 24 ივლისი (დანარჩენი დონეებისთვის). შესაძლებელია დასწრება ორივე მოდულზე (სწავლის ხანგრძლივობა 5 კვირას შეადგენს).კურსზე […]

Წაიკითხე მეტი
6 მაისი 2015
ქართველი მხატვრის ანასტასია ძიძიკაშვილის პირველი გამოფენა იტალიაში (გამოფენა გაიხსნება 9 მაისს, 18:00 საათზე)

შაბათს, 9 მაისს, 18:00 საათზე კოკუიო-ტრევიზაგოს (ვარეზე) კულტურულ ასოციაციაში “Atelier Capricorno” გაიხსნება ქართველი მხატვრის ნანიკალას (ანასტასია ძიძიკაშვილის) იტალიაში პირველი გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები და თოჯინები.გამოფენა ღია იქნება 24 მაისამდე შემდეგ დღეებში: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, 15:00 საათიდან 18:30 საათამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:

Წაიკითხე მეტი
29 აპრილი 2015
ელჩი ფედერიკა ფავის მონაწილეობა “Weekend Max Mara”-ს თბილისში პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიაში

ელჩი ფედერიკა ფავი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ქეთი ბოჭორიშვილთან ერთად, დაესწრო “Weekend Max Mara”-ს პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიას. მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 50, წარმოდგენილია იტალიური ბრენდის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია.შეგახსენებთ, რომ “Max Mara”-ს პროდუქცია წარმოდგენილია თბილისში 2014 წლის მაისიდან, მაღაზია”Marella”-ში.

Წაიკითხე მეტი