იტალია – საშობაო საქველმოქმედო ღონისძიების მთავარი გმირი
ტრადიციის მიხედვით, წელსაც იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო თბილისში 5 დეკემბერს საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) მიერ ორგანიზებულ ზამთრის ბაზრობაზე. იტალიურმა სტენდებმა დიდ წარმატებას მიაღწია. საელჩოს მიერ გადარიცხული თანხა, კერძოდ კი 21.887 ლარი, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა.სხვადასხვა დონორებისა და სპონსორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქტების ფართო არჩევანის წყალობით, საელჩოს მიერ შეტანილი წვლილი გამორჩეული იყო. […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ნაწარმი და პროდუქტები თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე – საჩუქარი დამდეგი დღესასწაულებისთვის
იტალიური პროდუქცია და ტკბილეული: შეგიძლიათ შეიძინოთ და, ამავდროულად, კეთილი საქმე გააკეთოთ. იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება შაბათს, 5 დეკემბერს 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე, თბილისში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“.იტალიის საელჩოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისში წარმოდგენილი სხვა ქვეყნების საელჩოები და მრავალრიცხოვანი […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კინოფილმების მონაწილეობა თბილისის 16º საერთაშორისო კინოფესტივალზე
თბილისის 16º საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 2015 წლის 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება, საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება შემდეგი იტალიური ფილმები: Tale of Tales – Matteo Garrone, Wondrous Boccacio – Paolo&Vittorio Taviani, Youth – Paolo Sorrentino, Sworn Virgin – Laura Bispuri, Meditteranea – Jonas Carpignano. ფესტივალის სრული პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ […]
Წაიკითხე მეტიმიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი“ – მიკელე პანელას ლექცია თანამედროვე იტალიურ თეატრსა და დრამატურგიაზე
საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარი 2015“-ის ფარგლებში, ფლორენციის ფესტივალ „Intercity“-ს და Teatro della Limonaia -ს სამხატვრო კონსულტანტის, ბატონ მიკელე პანელას ლექცია 2015 წლის 14 ნოემბერს, 15.00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში შედგება. ლექცია იტალიურ ენაზე იმართება, ქართულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოით, ითვალისწინებს ვიდეოჩვენებებს და თანამედროვე იტალიურ თეატრსა და დრამატურგიას ეძღვნება. ღონისძიების […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი მუსიკოსის მონაწილეობა თბილისის ბაროკო ფესტივალში
ამიერკავკასიის მასშტაბით ბაროკოს მუსიკის პირველი ფესტივალი, რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ამა წლის 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ჩატარდება. მასში სხვა ვირტუოზებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ცნობილი იტალიელი ფაგოტისტი სერჯო აძოლინი, რომელიც 2012 წლის ყოველწლიური მსოფლიო დისკოგრაფიული რევიუს საუკეთესო ფაგოტისტის პრესტიჟული პრემიის მფლობელია. სერჯო აძოლინი თბილისში ორი კონცერტით წარსდგება 3 და 6 დეკემბერს. ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად […]
Წაიკითხე მეტიშეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადება
განცხადების ტექსტის სანახავად გთხოვთ ჩამოტვირთოთ შემდეგი ფაილი: Statement
Წაიკითხე მეტიევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადება საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური დაძაბულობის თაობაზე
განცხადების ტექსტის სანახავად გთხოვთ ჩამოტვირთოთ შემდეგი ფაილი: ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადება
Წაიკითხე მეტიპროექტი “Demo Farm” – სოფ. ხოვლე, 2015 წლის 15-16 ოქტომბერი
15 და 16 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩვენება “Demo Farm”, სადაც მონაწილეობა მიიღო მეხილეობის, მებოსტნეობისა და მევენახეობის სექტორში მოქმედმა ათზე მეტმა იტალიურმა კომპანიამ (Costruzioni Meccaniche Ferrari, F.lli Spedo, Ideal Srl, Retificio Padano, Bassi Seminatrici, Forigo Roteritalia, Idromeccaniche Lucchini, Enotecnica Pillan, Casella Macchine Agricole, Top Plant, Meccanica Malavasi).სასოფლო-სამეურნეო მანქანების ექსპოზიცია მოეწყო ღონისძიებისთვის […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის მეთხუთმეტე მსოფლიო კვირეული
იტალიის საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ 19-25 ოქტომბერს ჩატარდება იტალიური ენის მეთხუთმეტე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა „ იტალიური ენა მუსიკაში და იტალიური ენის მუსიკალურობა“. ქვემოთ მოყვანილია საქართველოში კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ჩამონათვალი:21 ოქტომბერი, ოთხშაბათი19.00 სთ – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი ( თბილისი, გრიბოედოვის ქ.8), იტალიური […]
Წაიკითხე მეტიმნიშვნელოვანი შეტყობინება: სამშაბათს, 29 სექტემბერს და პარასკევს, 2 ოქტომბერს, დილის საათებში საკონსულო განყოფილებები გათვალისწინებულზე ადრე დაიხურება.
გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 29 სექტემბერს საკონსულო განყოფილებები ღია იქნება დილის 9:30 საათიდან 11:00 საათამდე. ნაშუადღევს სამუშაო საათები უცვლელია. პარასკევს, 2 ოქტომბერს საკონსულო განყოფილებები იმუშავებს 9:30 საათიდან 11:00 საათამდე.
Წაიკითხე მეტი