იტალიური ენის XVII მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და წელს ეძღვნება თემას “იტალიური ენა კინემატოგრაფში. იტალიელი კინოში”, “დანტე ალიგიერის საზოგადოება“, შვეიცარიის კონფედერაციასთან თანამშრომლობით, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ეროვნების ახალგაზრდა რეჟისორებს (18-დან 26 წლამდე), წარადგინონ საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კონკურსზე სახელწოდებით “როგორც სარკეში. გარედან დანახული იტალია”.
ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით, სმარტფონით, ტაბლეტით თუ პროფესიული კინოკამერით იტალიაზე გადაღებული ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, შეიძლება ნებისმიერ საკითხს ეხებოდეს: ხელოვნებას, მოდას, ბუნებას, სამზარეულოს, იტალიურ ენას, იტალიის ისტორიას თუ ნებისმიერ სხვა თემას, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში წარმოაჩენს. კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები 2017 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე concorsovideo@ladante.it, წერილის “საგანში” მიუთითონ კონკურსის სახელწოდება “Come dentro uno specchio – L’Italia fuori dall’Italia”, საკუთრივ წერილი კი უნდა შეიცავდეს ავტორის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, ტელეფონის ნომერს და Youtube ან Vimeo-ზე ატვირთული ნამუშევრის ბმულს.
კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მონაწილე დაჯილდოვდება მოგზაურობით ქ. რომში, სადაც მოინახულებს იტალიურ კინოსტუდია “Cinecittà“-ს, ასევე, შესაძლებლობა ექნება, ისწავლოს იტალიური ენის ან კულტურის კურსზე “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ოთხი სკოლიდან ერთ-ერთ სკოლაში.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ: