ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

66 თვის სასწავლო სტიპენდია 2018-2019 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2018 წლის 7 მაისამდე

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია განათლების, მეცნიერებისა და კვლევების კუთხით? თქვენს განკარგულებაშია იტალიის 61 საჯარო და 31 კერძო უნივერსიტეტის, 130-ზე მეტი ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტისა (AFAM) და უამრავი კვლევითი ცენტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 339 ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი.

იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. რამოდენიმე სიახლე: საქართველოსთვის გამოყოფილია 66 თვის რაოდენობის სტიპენდია (ყოველი მათგანი თვიურად 900 ევროს შეადგენს), რომლებიც გაიცემა შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის: სამაგისტრო პროგრამები; AFAM-ს კურსები; დოქტორანტურა; პროექტები თანახელმძღვანელობით; სამთვიანი კურსები იტალიურ ენასა და კულტურაში.

კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 7 მაისის 14:00სთ იტალიის დროით (2018 წლის 7 მაისის 16:00სთ საქართველოს დროით). მსურველებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია, როგორც განაცხადის წარდგენის პირობები, ასევე, უცხოელი სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია. პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ:

იტალიურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ:
ინგლისურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ:
დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართებზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე); ketevan.japaridze@esteri.it (ქართულ ენაზე).

წარმატებებს გისურვებთ!

ძვირფასო კანდიდატებო,

უცხოელი სტუდენტებისათვის სპეციალურად შეიქმნა და ამოქმედდა ვებპორტალი Study in Italy, სადაც იპოვით იტალიის მთავრობის მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიების მისაღებად კანდიდატურების წარდგენასთან და უმაღლეს სასწავლებლებში წინასწარ ჩარიცხვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. ვებპორტალი ხელმისაწვდომია იტალიურ და ინგლისურ ენებზე.
ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების სანახავად დააჭირეთ აქ: