ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო საქართველოში

 

11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქართველ დამთვალიერებელსა და თბილისის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ბაროკოს პერიოდის ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11).

ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენების შემდეგ, რომლებმაც მნახველთა რეკორდული რაოდენობა (96000-ზე მეტი დამთვალიერებელი!) მიიზიდა, საქართველოს დედაქალაქი ამჯერად 60-მდე შედევრს მასპინძლობს, რომლებიც რომის მახლობლად მდებარე პალაცო კიჯი ინ არიჩაში ინახება. ეს სასახლე თავის დროზე რომის პაპების საცხოვრებელი გახლდათ, რომელიც ჯოვან ლორენცო ბერნინიმ უმშვენიერეს ნაგებობად აქცია, დღეს კი აქ მუზეუმი და მეჩვიდმეტე საუკუნის ხელოვნების შემსწავლელი ცენტრია განლაგებული.

ექსპოზიცია “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო. შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან” გვთავაზობს იმ ჟანრებისა და მხატვრობის სტილების ვრცელ პანორამას, რომლებმაც ბაროკოს ფერებით, თეატრალური ეფექტებით, შუქჩრდილებითა და კონტრასტებით მდიდარი ესთეტიკა განსაზღვრა.

18. giovan lorenzo bernini autoritratto mentre disegna. milano collezione koelliker

ჯოვან ლორენცო ბერნინი, ავტოპორტრეტი

მნახველი გამოფენაზე იხილავს ასევე “ბაჩიჩოს” სახელით ცნობილი ჯოვან ბატისტა გაულის, კავალიერ დ’არპინოს, მატია პრეტის, ანდრეა პოცოს, ჯაჩინტო ჯიმინიანის, პიეტრო და კორტონასა და სხვა ოსტატების ნამუშევრებს.

ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია იმ სხვადასხვა ჟანრების ნიმუშები, რომლებსაც იმდროინდელი დამკვეთები ანიჭებდნენ უპირატესობას: პორტრეტი, ავტოპორტრეტი, პეიზაჟი და მოსამზადებელი ესკიზები საკულტო ნაგებობათა დიდი ფრესკებისთვის.

გრძელდება მოგზაურობა დიდი იტალიური ხელოვნების სამყაროში. ამჯერად თბილისს ბაროკოს საოცარი ნიმუშები ეწვევა. ბაროკო ექსპერიმენტატორებისა და ვირტუოზების ხელოვნებაა საზღვრებისა და დროის გარეშე, რომელსაც თანამედროვეობის ენაზეც შეუძლია მეტყველება. რომი ბაროკოს აკვანია, ბერნინი კი – მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლო. სწორედ ამ რევოლუციური გარდაქმნების ეპოქას ეძღვნება ახალი გამოფენა, რომლის ორგანიზატორებია იტალიის საელჩო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, – განმარტავს ელჩი ანტონიო ბარტოლი.

პალაცო კიჯი ინ არიჩასა და Glocal Project Consulting-თან ერთად განხორციელებული გამოფენა იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. გამოფენის გამართვის ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორიაა: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

b

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

სტატიები და სიუჟეტები:

Il Messaggero – სტატია, 23.08.2018
საქართველოს ეროვნული მუზეუმი – პრეს რელიზი, 07.09.2018
9 Colonne – სტატია, 07.09.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 08.09.2018
ინტერპრესნიუსი – სტატია, 10.09.2018
კვირა – სტატია, 10.09.2018
PIA – სტატია, 10.09.2018
NewsGeorgia – სტატია, 10.09.2018
Sputnik Georgia – სტატია, 10.09.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო – პრეს რელიზი, 11.09.2018
GHN – სტატია, 11.09.2018
ჯორჯიან თაიმსი – სტატია, 11.09.2018
ნეტგაზეთი – სტატია, 11.09.2018
რადიო ფორტუნა – სტატია, 11.09.2018
Imedinews – სტატია, 11.09.2018
Artnews – სტატია, 11.09.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 11.09.2018
ტვ მაესტრო – სიუჟეტი, 11.09.2018
ტვ იმედი – სიუჟეტი, 11.09.2018
Business Media Georgia – სტატია, 11.09.2018
Agenda.Ge – სტატია, 11.09.2018
AISE – სტატია, 11.09.2018
მედიანიუსი – სტატია, 11.09.2018
The Messenger – სტატია, 12.09.2018
Аргументы и факты – სტატია, 23.10.2018
Русский Клуб – სტატია, 01.2019