ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
20 May 2014
ელჩი ფედერიკა ფავისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა

გასულ 16 მაისს ელჩი ფედერიკა ფავი შეხვდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს.ელჩმა ფავიმ ხაზი გაუსვა იტალიური კომპანიების ინტერესს ქართული უწყებების მიერ დაწყებული ინფრასტრუქტურული (მათ შორის, საგზაო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული) პროექტების მიმართ.საქართველო, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, წარმოადგენს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) და რუსეთსა და თურქეთს (ჩრდილოეთ-სამხრეთის […]

Წაიკითხე მეტი
16 May 2014
ელჩის ფედერიკა ფავის მონაწილეობა თბილისში “მარელას” სავაჭრო პუნქტის გახსნაში

გასულ 9 მაისს ელჩმა ფედერიკა ფავიმ და საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღეს იტალიური ბრენდის “მარელას” სავაჭრო პუნქტის გახსნაში.“მარელას” მაღაზია მდებარეობს თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, პუშკინის ქ. 1/3. მაღაზიის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიას და მათ გააქტიურებას საქართველოში.     

Წაიკითხე მეტი
8 May 2014
შეხვედრა “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის

გასულ 2 მაისს შედგა შეხვედრა იტალიის ელჩ ფედერიკა ფავის, “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორ არდუინო ბორგონიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.შეხვედრაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დოქტორ ბორგონიოს თან ახლდა “აგრიჯორჯიას” გენერალური მენეჯერი ინჟინერი დანიელ დელაჩა. “აგრიჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია “ფერერო”, დაფუძნდა 2007 წელს ქართული კანონმდებლობის თანახმად […]

Წაიკითხე მეტი
7 May 2014
იტალიური და ქართული მუსიკის საღამო

15 მაისს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება იტალიური და ქართული მუსიკის საღამო.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომპოზიტორები ზაზა კილასონია და მერაბ მამულაშვილი, გაგა შოთაძე (ფლეიტა) და ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იტალიური კულტურის ცენტრს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: : cci.tbilisi@gmail.com

Წაიკითხე მეტი
29 April 2014
იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები 2014-2015 აკადემიური წლისთვის (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 28 მაისი, 12:00სთ)

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია 2014-2015 აკადემიური წლისთვის სასწავლო სტიპენდიების შესახებ, რომელიც გამოყო იტალიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ რეზიდენტი იტალიის მოქალაქეებისთვის. სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის სასარგებლო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm, საიდანაც შესაძლებელია კონკურსის ოფიციალური შეტყობინების ჩამოტვირთვა.იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც: http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=ENსაქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი ოფიციალური შეტყობინებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. […]

Წაიკითხე მეტი
22 April 2014
ლუიჯი მალერბას სახელობის პრემია (ნაწარმოებების გაგზავნის ბოლო ვადა: 2014 წლის 20 ივნისი)

ლუიჯი მალერბას სახელობის კონკურსში, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მწერლის სახელს ატარებს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც სურს ძალა მოსინჯოს იტალიურ ენაზე პროზაული ნაწარმოების წერაში.2014 წლის კონკურსი ეძღვნება სცენარს და მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამერიკული ფორმატით რედაქტირებული გამოუქვეყნებელი სცენარის ან გამოუქვეყნებელი კინომოთხრობის გაგზავნა. გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება.საკონკურსო ნამუშევრები pdf ფორმატში უნდა წარედგინოს პრემიის […]

Წაიკითხე მეტი
22 April 2014
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელიც გაიმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 14 ივნისი)

 გაცნობებთ, რომ 2014 წლის 10-19 ივლისს ქ. თბილისში გაიმართება საზაფხულო სკოლა “ქართული ხელნაწერი”, რომლის ორგანიზატორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. საზაფხულო სკოლა განკუთვნილია საქართველოს ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით ქართული დამწერლობით, ხელნაწერი მემკვიდრეობითა და შუა საუკუნეების შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მეცნიერებისა და სტუდენტებითვის. სასწავლო პროგრამა ინგლისურ ენაზე მოიცავს აკადემიური და კულტურული ხასიათის შეხვედრებს, სემინარებსა და ექსკურსიებს.გათვალისწინებულია რამდენიმე სასწავლო სტიპენდია, […]

Წაიკითხე მეტი
24 March 2014
იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით “Women in Power – Inspiration for Change”.

ა.წ. 3 მარტს იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით “Women in Power – Inspiration for Change”, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და გორის უნივერსიტეტის მიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად.ღონისძიება გახსნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ტოივო კლაარმა და გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საერთაშორისო […]

Წაიკითხე მეტი
11 March 2014
თანამშრომლობა ქ. მილანის “ფატებენეფრატელის” საავადმყოფოსა და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს შორის

გასულ 28 თებერვალს ხელი მოეწერა შეთანხმების ოქმს თანამშრომლობაზე ქ. მილანის “ფატებენეფრატელის” სამედიცინო ცენტრსა და კერძო სტრუქტურას “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს” შორის. აღნიშნული შეთანხმების ოქმის ხელმომწერია, აგრეთვე, მისი ინიციატორი “იტალიურ-ქართული სავაჭრო პალატა”.ელჩმა ფედერიკა ფავიმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტის მოადგილისა და რწმუნებულის ჯანდაცვის დარგში, მარიო მანტოვანის წერილი, სადაც ის აღნიშნული ინიციატივისა და ჯანდაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის […]

Წაიკითხე მეტი
10 March 2014
იტალიური სამზარეულოს კურსი “Fashion Chef”

აფიშის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებიდან: აფიშა ინგლისურ ენაზე აფიშა ქართულ ენაზე

Წაიკითხე მეტი