ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
19 ოქტომბერი 2016
რესპუბლიკის 70 წელი: თავისუფლების, სტილისა და შემოქმედების ისტორია, რომელსაც ჟურნალი “არილი” გვიყვება

იტალიის საელჩო საქართველოში და ჟურნალი “არილი” 24 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წარმოგიდგენთ “არილის” სპეციალური ნომერს, რომელიც მთლიანად ეძღვნება იტალიასა და იტალიის რესპუბლიკის დაბადებას. აი, ასე ლამაზად დასრულდება იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული.ჟურნალის ეს ნომერი, რომელიც საელჩოსთან თანამშრომლობით მომზადდა, მოგითხრობთ იტალიურ გენიაზე და მკითხველს სთავაზობს წარმოსახვით მოგზაურობას დანტეს უსიერი ტყიდან ეკოს საიდუმლოებით აღსავსე შუასაუკუნეებამდე, […]

Წაიკითხე მეტი
18 ოქტომბერი 2016
იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული: სოლდინის ფილმი “მდინარე ყოველთვის მართალია”

17-23 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იტალიური ენა და შემოქმედება: ბრენდები და ტრადიციები, მოდა და დიზაინი”.19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” (დარბაზი 3) გაიმართება სილვიო სოლდინის ახალი დოკუმენტური ფილმის “მდინარე ყოველთვის […]

Წაიკითხე მეტი
18 ოქტომბერი 2016
Zero Hackathon: იდეების მარათონი ეკოლოგიური მომავლისთვის

იტალიური საზოგადოება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის (SIOI-UNA Italy), იტალიაში აშშ-ს დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური დახმარებით, მართავს ღონისძიებას “ZeroHackathon” – იდეების პირველ მარათონს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გამოავლენს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებულ საუკეთესო იდეებს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიის შესანარჩუნებლად.ღონისძიებაში, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისი 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე […]

Წაიკითხე მეტი
17 ოქტომბერი 2016
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს გახსენება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პაურეატის, ახლახან გარდაცვლილი დარიო ფოს გახსენება: იტალიის საელჩო საქართველოში და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 11 ნოემბერს წარმოგიდგენთ სპექტაკლს “არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!”, რომელიც იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარის” ახალი პროგრამის ფარგლებში “ფოკუსში იტალიაა”. იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ბრწყინვალე კომედიის ინტერპრეტაცია […]

Წაიკითხე მეტი
17 ოქტომბერი 2016
გამოფენა “ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე” თბილისში

თავდაპირველად ხე, შემდეგ კასრი, ახლა კი საუცხოო დიზაინერული ნაკეთობა – ეს იმის დასტურია, რომ სიცოცხლე იცვლება და საოცარ სიურპრიზებსაც გთავაზობთ. გამოფენა “ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე” ტრადიციის (მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიციის, რომელიც იტალიასა და საქართველოს აერთიანებს), ინოვაციებისა და საზოგადოებისთვის გაწეული ძალისხმევის ნაზავია. სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” (თბილისი) 18 ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი საკასრე […]

Წაიკითხე მეტი
14 ოქტომბერი 2016
მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატები (2016)

17-18 ოქტომბერს ქ. ფლორენციაში გაიმართება მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატების მეორე შეკრება “იტალიური – ცოცხალი ენა“. ღონისძიება გაშუქდება პირდაპირ ეთერში ვებგვერდზე www.esteri.it. ღონისძიებას გახსნიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მატეო რენცი, საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი, ქ. ფლორენციის მერი დარიო ნარდელა, განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევის მინისტრი სტეფანია ჯანინი, დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტი ანდრეა რიკარდი და იტალიის ტელერადიომაუწყებლობის […]

Წაიკითხე მეტი
14 ოქტომბერი 2016
იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული

17-23 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იტალიური ენა და შემოქმედება: ბრენდები და ტრადიციები, მოდა და დიზაინი”. ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეულის ფარგლებში გაიმართება: 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე, სასტუმრო “რადისონ […]

Წაიკითხე მეტი
13 ოქტომბერი 2016
არქიტექტურის ეროვნული ინსტიტუტი: მასტერის კურსი ბიოარქიტექტურის დაპროექტებაში

არქიტექტურის ეროვნულმა ინსტიტუტმა ბიოარქიტექტურის დაპროექტების მასტერის კურსზე ჩაწერის მსურველთათვის გამოყო ორი სასწავლო სტიპენდია (თითოეული სტიპენდიის ოდენობა 2500 ევროს შეადგენს), კურსის ღირებულების ნაწილობრივ დასაფარად. როგორც კურსის, ასევე დამამთავრებელი პრაქტიკის ხანგრძლივობა 6-6 თვეს შეადგენს.კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ელ.ფოსტის მისამართზე caterina.rossimarcelli@inarch.it შემდეგი დოკუმენტაცია: CV (ევროპული ფორმატი); სამოტივაციო წერილი; პორტფოლიო (არაუმეტეს 5MB-სა). დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 17 ოქტომბერი.კონკურსის პირობები […]

Წაიკითხე მეტი
11 ოქტომბერი 2016
პროექტი “EU4BUSINESS/EBRD – საკრედიტო ხაზი”

21 სექტემბერს იტალიის საელჩო დაესწრო ევრო კავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული პროექტის “EU4BUSINESS/EBRD – საკრედიტო ხაზის” გახსნას, რომელიც განხორციელდება საქართველოს ბანკის მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 50 მილიონი ევრო, რომლის წყალობითაც საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ მიიღონ გრძელვადიანი სესხი ეროვნულ ვალუტაში. ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი […]

Წაიკითხე მეტი
6 ოქტომბერი 2016
ქ. ვიტერბოს ტუშას უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია

ხვალ, 7 ოქტომბერს, 16:30 საათზე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ევროკავშირის  არაწევრი  ქვეყნებისათვის Erasmus+KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქ. ვიტერბოს ტუშას უნივერსიტეტსა და საქართველოს 4 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია. დაინტერესებულ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ზედანია, იტალიის ელჩის მოადგილე ბატონი სტეფანო კრეშენცი, ტუშას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლო მერენდინო და დოქტორი […]

Წაიკითხე მეტი