გამოფენა Expo Milano 2015: ქ. რეჯო ემილიას პრეზენტაცია და საპოპულარიზაციო მასალები
გამოფენა Expo Milano 2015-სთან დაკავშირებით, ქ. რეჯო ემილიამ მოამზადა პრეზენტაცია, სადაც ასახულია ამ რეგიონის გამოცდილება და განსაკუთრებულობა და აგრეთვე, თავმოყრილია ის ინიციატივები, რომლებიც გაიმართება მილანის გამოფენის პერიოდში.
Წაიკითხე მეტიდანტე ალიგიერის საზოგადოებაPLIDA-ს კვალიფიკაციის ამაღლების XXXI კურსი იტალიურის ენის მასწავლებლებისთვის (L2/LS)
2015 წლის 8-10 მაისს, “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ცენტრალურ ოფისში (ქ. რომი, ფირენცეს მოედანი 27) გაიმართება PLIDA-ს კვალიფიკაციის ამაღლების XXXI კურსი იტალიური ენის მასწავლებლებისთვის (L2/LS), რომელიც სწავლების დაგეგმარებას მიეძღვნება.კურსის მიზანია, სხვადასხვა ღონისძიებებისა და ლაბორატორიების მეშვეობით (რომლებსაც გაუძღვებიან ენის სწავლებისა და უცხოელებისთვის იტალიური ენის სწავლების ექსპერტები), დიდაქტიკური დაგეგმვის მეთოდების გაღრმავება და კურსის მონაწილეთა სტიმულირება, შეიმუშავონ სწავლების საკუთარ […]
Წაიკითხე მეტიელჩი ფავის მონაწილეობა ტვინინგის პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაში
გასულ 2 აპრილს ელჩმა ფავიმ მონაწილეობა მიიღო ტვინინგის პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ დახურვის ცერემონიაში.2013 წელს დაწყებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი იტალია გახლდათ (იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრო, იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტო (ENEA) და მომსახურების, მხარდაჭერის, კვლევებისა და […]
Წაიკითხე მეტიპერუჯის უნივერსიტეტიერთი სასწავლო სტიპენდია იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი ერთთვიანი კურსის გასავლელად (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 აპრილი)
პერუჯის უნივერსიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც უკვე სწავლობენ იტალიურ ენას, გამოყო ერთი სასწავლო სტიპენდია იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი ერთთვიანი კურსის გასავლელად.სასწავლო სტიპენდიებისა და განაცხადის წარდგენის ფორმალობებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ:განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტიელჩი ფავის მონაწილეობა თბილისში “მაზერატის” ოფიციალურ პრეზენტაციაში
გასულ 14 აპრილს ელჩმა ფავიმ მონაწილეობა მიიღო “მაზერატის” ორი ავტომობილის პრეზენტაციაში, რომელიც გაიმართა ოფიციალური დისტრიბუტორის “ომეგა ჯგუფის” ცენტრში. წარმოდგენილი იქნა პრესტიჟული იტალიური საავტომობილო ბრენდის ორი მოდელი “გიბლი” და “კვატროპორტე”.
Წაიკითხე მეტიადგილობრივი ეკონომიკური განვითარების III მსოფლიო ფორუმი (ქ. ტურინი, 2015 წლის 13-16 ოქტომბერი)
2015 წლის 13-16 ოქტომბერს ქ. ტურინი უმასპინძლებს მნიშვნელოვან ღონისძიებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების III მსოფლიო ფორუმს, რომელიც ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ქ. ტურინის მერიასა და სხვა იტალიურ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით.იანვრის თვეში გაეროს გენერალურმა მდივანმა ახალი მიზნები დასახა გლობალური განვითარების ახალი პროგრამისათვის (2015-2030), რომლის განსაზღვრის პროცესში არაერთხელ გამოვლინდა ადგილობრივი დონის დიდი მნიშვნელობა.დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: […]
Წაიკითხე მეტიპადუას უნივერსიტეტისამაგისტრო კურსი “Human Rights and Multi-level Governance” (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 აპრილი)
დაიწყო პადუას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამაგისტრო კურსზე “Human Rights and Multi-level Governance” სწავლის მსურველთა რეგისტრაცია. კურსი, რომელიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება, იძლევა იმ აუცილებელ კომპეტენციასა და ცოდნას, რომელიც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვისთვის მრავალდონიანი ხელისუფლების პროცესების კონტექსტში, როგორც ადგილობრივ, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.დეტალური ინფორმაცია კურსისა და კურსზე ჩარიცხვის ფორმალობებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://unipd-centrodirittiumani.it/en/MA
Წაიკითხე მეტიმილანის უნივერსიტეტისამაგისტრო კურსი ეკონომიკაში ინგლისურ ენაზე
მილანის უნივერსიტეტის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და რაოდენობრივი მეთოდების ფაკულტატზე ტარდება სამი სამაგისტრო კურსი ინგლისურ ენაზე: 1. Economics and Political Sciences (EPS),2. Economics and Finance (MEF),3. Environmental and Food Economics (EFE).დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდები: www.eps.unimi.it, www.mef.unimi.it, www.efe.unimi.it.
Წაიკითხე მეტიბოლონიის უნივერსიტეტისამაგისტრო კურსი “Interdisciplinary Research and Studies on Eastern Europe (MIREES)” (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 18 მაისი)
დაიწყო შესარჩევი კონკურსი სამაგისტრო კურსზე “Interdisciplinary Research and Studies on Eastern Europe (MIREES)” დასასწრებად, რომელიც ორგანიზებულია ბოლონიის უნივერსიტეტის მიერ კაუნასის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტთან, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტთან და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. აღნიშნული კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მისი დამთავრების შემდგომ გაიცემა პარტნიორი უნივერსიტეტების ერთობლივი დიპლომი. პირველი წლის განმავლობაში სწავლა ჩატარდება ფორლის კორპუსში, პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, […]
Წაიკითხე მეტიმარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტისამაგისტრო კურსი “International Economics and Commerce” (IEC) (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მაისი)
მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯორჯო ფუას სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტზე გაიხსნა სამაგისტრო კურსი “International Economics and Commerce”(IEC), რომელიც ჩატარდება ინგლისურ ენაზე.უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სასწავლო სტიპენდიით, რომელიც დამსახურების მიხედვით გაიცემა.დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.econ.univpm.it/IEC?language=en
Წაიკითხე მეტი