2016, ემოციებით სავსე წელიწადი
მოდა და დიზაინი იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ჩვენებათბილისი2016 წლის 2 ივნისიიტალიურ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა და მოდის პალატასთან თანამშრომლობით, გაიმართა იტალიური ბრენდების ტანსაცმლის ჩვენება. იტალიური დროშა დიზაინერების ინტერპრეტაციითთბილისი2016 წლის 2 – 6 ივნისიცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ „იტალიური დროშის თემაზე” შექმნილი ორიგინალური ნამუშევრების შთამბეჭდავი კოლექცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების […]
Წაიკითხე მეტი2016 წლის ყველა ღონისძიება: დიზაინი, სამზარეულო, თეატრი, მუსიკა, კინო და ბევრი სხვა რამ
ემოციებით, წარმოდგენებითა და ღონისძიებებით სავსე წელიწადი. დატვირთული პროგრამა იტალიური ენისა და კულტურის გასავრცელებლად, საქართველოში იტალიის უკეთ გასაცნობად და შესაყვარებლად. მოდით, ერთად გადავხედოთ ჩვენს პატარა ალბომს, გავიხსენოთ წლევანდელი პროექტები და მოვემზადოთ ახალი იდეების განსახორციელებლად.გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს მრავალრიცხოვან სპონსორებს, ვინც ჩვეული სიყვარულითა და დიდსულოვნებით მხარი დაგვიჭირა და ხელი შეუწყო ჩვენს წლევანდელ კულტურულ საქმიანობას.
Წაიკითხე მეტისაქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად
საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად, რომელიც გაიმართება ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით: 28 დეკემბერს, 21:30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან მუსიკოსები და ფოლკლორული ჯგუფები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. იტალიას წარმოადგენს ჯგუფი “Le Divas”, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია ცნობილ მომღერალთან, ანდრეა ბოჩელისთან მისი მსოფლიო გასტროლების ფარგლებში და, ასევე, ახალგაზრდა […]
Წაიკითხე მეტიუამრავი წიგნი იტალიურ ენაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებისთვის – ამიერიდან ყველა ქართველი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია იტალიური წიგნების ფართო არჩევანი, ფილოსოფიიდან ისტორიამდე, მეცნიერებიდან გეოგრაფიამდე, ხელოვნებიდან ლიტერატურამდე. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა იტალიური ბიბლიოთეკა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში პირველად უმასპინძლა ქართულმა საჯარო დაწესებულებამ. ბიბლიოთეკა შეიქმნა 4700-ზე მეტი იტალიურენოვანი წიგნის ბაზაზე, რომელიც იტალიის საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად […]
Წაიკითხე მეტისაერთაშორისო კარიერის ფესტივალი
2017 წლის 11-14 მარტს ქ. რომში გაიმართება საერთაშორისო კარიერის ფესტივალი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების, სხვადასხვა ინსტიტუციების, საზოგადოებების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთგადაკვეთისა და თანამშრომლობისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ეს ფესტივალი ერთადერთია იტალიაში, რომელიც მთლიანად ეძღვნება ახალგაზრდებსა და მათი კარიერის განვითარების საკითხებს. ღონისძიების მთავარი მიმართულებებია: საერთაშორისო კარიერა, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები, ექსპერტებთან შეხვედრა, შეჯიბრებები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს შორის, […]
Წაიკითხე მეტიდავიდე ამადიო და მისი ვიოლონჩელო ბაროკოს მუსიკალურ ფესტივალზე
შარშანდელი წარმატების შემდეგ, თბილისი წელსაც მასპინძლობს ბაროკოს მუსიკალურ ფესტივალს (10 ნოემბერი – 14 დეკემბერი) და, დიდებული მუსიკისა და ძველებური საკრავების მეშვეობით, მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს პერიოდის ბრწყინვალებას.ცხადია, რომ იტალია, რომელიც გამოირჩევა ბაროკოს პერიოდის მუსიკის შექმნისა და შესრულების შესანიშნავი ტრადიციითა და საუკეთესო სიმებიანი საკრავებით, ამ ფესტივალს ვერ გამოაკლდებოდა. ბუნებრივია, რომ ამ ფესტივალში იტალიის საელჩოც ჩაერთო. 9 […]
Წაიკითხე მეტილუიჯი პირანდელოს „მთის გოლიათები“ – იტალიური დადგმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე
მიმდინარე თეატრალური სეზონი განსაკუთრებით მდიდარია იტალიური სპექტაკლებითა და ღონისძიებებით. 2016 წლის ფესტივალის „საჩუქარი” ფარგლებში გამართული პროგრამის „ფოკუსშია იტალია” შემდეგ, კიდევ ერთი იტალიური პრემიერა გველის, ამჯერად უკვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე. 2016 წლის 6 დეკემბერს ცნობილი იტალიელი რეჟისორები ენცო ვეტრანო და სტეფანო რანდიზი წარმოგვიდგენენ ლუიჯი პირანდელოს უკანასკნელი ნაწარმოების, მისი დაუმთავრებელი შედევრის „მთის გოლიათების” იტალიურ-ქართულ […]
Წაიკითხე მეტიშეიძინეთ იტალიური პროდუქცია და ჩაერთეთ ქველმოქმედებაში! ერთმანეთს შევხვდებით ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე
ტკბილეული და შოკოლადი, ძეხვეული და ყველი, ღვინო და ყავა, ლაზანია და ტირამისუ, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანისამოსი, სამკაულები, სათვალეები, კოსმეტიკური საშუალებები და საოჯახო ნივთები – “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია, ნუგბარი და უამრავი სიურპრიზი გელით ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც გაიმართება შაბათს, 3 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”. იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, […]
Წაიკითხე მეტითბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ბევრი იტალიელი სტუმრითა და იტალიური ფილმებით
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი “იტალიურ სექციაში” წელსაც ბევრ იტალიურ ფილმს შემოგთავაზებთ: „სალვატორე ჯულიანო” – ფრანჩესკო როზი (29 ნოემბერი); “უკანასკნელი კურორტი” – თანოს ანასტოპულოსი, დელ დეგანი (29 ნოემბერი); „ბრძოლა ალჟირისათვის” – ჯილდო პონტეკორვო (30 ნოემბერი); „ხანგრძლივი სიჩუმე” – მარგარეტ ფონ ტროტა (1 დეკემბერი); „პრიმო ლევის მოგზაურობა” – დავიდე ფერარიო (1 დეკემბერი); „ტკბილი სიზმრები” – […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ღვინოები და საკვები პროდუქტები – კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართული ბაზრისა და ქართული გემოვნებისთვის
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი შესანიშნავი ექსპონატების გარდა, “Made in Italy”-ს შესახებ მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – სოფლის მეურნეობის პროდუქციაც გვიამბობს. გამოფენამ “იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” იტალიურ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, ქართული ბაზრისთვის საკუთარი პროდუქტი გაეცნოთ, მათ შორის Bellenda-ს პროსეკო, Lo Sperone-ს ბრუნელო დი მონტალჩინო, არმანის წყალი, Manduria-სა და Lavorata-ს მარნების ღვინო, Laurieri-ს […]
Წაიკითხე მეტი