ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
8 April 2015
ელჩი ფავის მონაწილეობა სატელევიზიო გადაცემაში “მშვიდობით იარაღო”

03.04.2015, თბილისი – ელჩმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ სატელევიზიო თოქშოუში “მშვიდობით იარაღო”, რომელიც ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას ეძღვნება.ელჩი ფავის ინტერვიუ მიჰყავდა გადაცემის წამყვანს ოლგა ბაბლუანს, რომელმაც გადაცემაში უმასპინძლა გალერისტ თამუნა ღვაბერიძეს, მსახიობ თამუნა ბზიავას, მსახიობ გიორგი გრძელიძესა და ოპერატორ მინდია ესაძეს.გასულ 15 თებერვალს გადაცემის ჩანაწერი განთავსდა საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე: http://1tv.ge/ge/videos/view/101053.html

Წაიკითხე მეტი
8 April 2015
ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) კონფერენცია ქ. ბრიუსელში (2015 წლის 27 აპრილი)

ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC), საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, 27 აპრილს ქ. ბრიუსელში გამართავს კონფერენციას “Georgia’s new opportunities in free trade with the EU”.კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ევროპული კომპანიების 50-მდე წარმომადგენელი, ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ექსპერტები.27 აპრილის ღონისძიება […]

Წაიკითხე მეტი
8 April 2015
ელჩი ფავის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

30.03.2015, თბილისი – გასულ 30 მარტს იტალიის ელჩმა მონაწილეობა მიიღო იტალიასადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადეს იტალისადმი მიძღვნილი ინიციატივები, როგორიცაა: ელექტრონული ჟურნალის “დიპლომატის” ახალი გამოცემის პრეზენტაცია, სადაც გამოქვეყნდა ელჩთან ინტერვიუ; იტალიური ქალაქებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; სტუდენტური “იტალიური კლუბის” გახსნა. იტალიის საპატივცემულოდ გაიმართა წარმოდგენა […]

Წაიკითხე მეტი
3 April 2015
გამოფენა Expo Milano 2015: რეგიონების საქმიანობა ეკონომიკური ოპერატორების რეგიონულ და საოლქო რეალობასთან დაახლოების მიზნით

იტალიის ზოგიერთმა რეგიონულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა სასარგებლო ინფორმაცია გამოფენაზე Expo Milano 2015 სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული შემოთავაზებების შესახებ. თანდართულ ბიულეტენში (სანახავად დააჭირეთ აქ:), სადაც თავმოყრილია მონაცემები და მითითებულია შესაბამისი ვებ პორტალები, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მწარმოებელი რეგიონების მონახულებასთან დაკავშირებულ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა მახასიათებლებს.გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ხელმისაწვდომია ვებ პლატფორმა “Expo Business Matching”, რომელიც შექმნილია […]

Წაიკითხე მეტი
25 March 2015
ქ. რომის უნივერსიტეტი “ლა საპიენცა”საზაფხულო სკოლა 2015 (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 აპრილი)

დაიწყო უცხოელებისთვის იტალიური ენისა და კულტურის კურსზე სწავლის მსურველთა ჩაწერა. კურსი ჩატარდება ქ. რომის უნივერსიტეტში “ლა საპიენცაში” 2015 წლის 6-18 ივლისს.“ლა საპიენცას” საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პარალელურ კურსს (ერთს იტალიურ ენაზე, ხოლო მეორეს ინგლისურ ენაზე), რომლებიც მოიცავს “ლა საპიენცას” ლექტორების მიერ ჩატარებულ ლექციებს, იტალიური ენისა და კულტურის კურსებსა და მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობების მონახულებას. განაცხადის […]

Წაიკითხე მეტი
25 March 2015
“ოქროს ფარგლის საერთაშორისო პრემია” (განაცხადების  წარდგენის ბოლო  ვადა:  2015 წლის 30 აპრილი)

“ოქროს ფარგლის საერთაშორისო პრემიის”, რომელიც პირველად ჩატარდება და  რომლის  თემა ეძღვნება საკვები პროდუქტებისა  და კვების დიზაინს, მონაწილეობის მისაღებად კომპანიებსა და დიზაინერებს საშუალება ეძლევათ, წარადგინონ პროდუქტი და მომსახურება 2015 წლის 30 აპრილამდე. “ოქროს ფარგლის საერთაშორისო პრემიით” დაჯილდოვდება საუკეთესო პროდუქტები და კვებასთან დაკავშირებული პროცესები და სერვისები, რომელიც წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთ კატეგორიაში ქვემოჩამოთვლილ კატეგორიებიდან:“Design for Agriculture, Fishing and […]

Წაიკითხე მეტი
17 March 2015
სავაჭრო პალატების მე-9 მსოფლიო კონგრესი (ტურინი, 2015 წლის 10-12 ივნისი)

2015 წლის 10-12 ივნისს ქ. ტურინი უმასპინძლებს საერთაშორისო სავაჭრო პალატების მე-9 მსოფლიო კონგრესს. ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა კონტინენტზე ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ორგანიზებულია მსოფლიო სავაჭრო პალატების ფედერაციის მიერ ტურინის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გამოცდილების გაზიარებისთვის, კომუნიკაციის საერთაშორისო ქსელის გაფართოებისა და კომპანიებისთვის ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის.დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.worldchamberscongress.org/

Წაიკითხე მეტი
13 March 2015
მილანის გამოფენის “EXPO 2015” განმავლობაში,  ქალაქ ტურინში დაგეგმილი კულტურული, სპორტული, სოციალური და ტურისტული ღონისძიებები

მილანის გამოფენის “EXPO 2015” განმავლობაში (2015 წლის 1 მაისი – 31 ოქტომბერი), ქალაქ ტურინში დაგეგმილია მრავალრიცხოვანი კულტურული, სპორტული, სოციალური და ტურისტული ღონისძიებების სერია “EXPO-EXTO”. უკვე 31 მარტს გაიხსნება ტურინის ახალი ეგვიპტური მუზეუმი, რომელიც  ეგვიპტოლოგიის დარგში სიდიდითა და მნიშვნელობით მსოფლიოში მეორე მუზეუმია, ქაიროს მუზეუმის შემდეგ.მთელი 2015 წლის განმავლობაში გაიმართება დიდი გამოფენები, რომლებიც მიეძღვნება მოდილიანის, დე ლემპიკას, […]

Წაიკითხე მეტი
25 February 2015
ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის (ბოლო ვადა: 2015 წლის 15 მარტი)

ასოციაცია “”რონდინე, მშვიდობის ციტადელი”, რომელიც 1997 წლიდან იღწვის მშვიდობის კულტურის გავრცელების მიზნით, 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს.სტიპენდია ითვალისწინებს “რონდინეს” საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვასა და პროექტში “მშვიდობის მუსიკა” მონაწილეობას, რაც გულისხმობს:– ფიეზოლეს მუსიკალური სკოლის ალტის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოს კლასში საშემსრულებლო ხელოვნების კურსზე დასწრებას;– იტალიური ენისა და კულტურის სემესტრულ კურსზე დასწრებას;– ასოციაციის მიერ ორგანიზებულ […]

Წაიკითხე მეტი
10 February 2015
Open Design Italia 2015 (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 23 თებერვალი, 18:00სთ)

2015 წლის 29-31 მაისს ქ. ტრენტოში გაიმართება გამოფენა Open Design Italia, რომელიც ეძღვნება ხელნაკეთ დიზაინს და რომლის მიზანია საერთაშორისო კონკურსის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან შერჩეული დიზაინერებისა და ხელოსნების ნამუშევართა ჩვენება. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა დიზაინერებს, ინსტიტუციებსა და “Made in Italy”-ს მცირე და საშუალო საწარმოებს შორის კომპეტენციებისა და პროექტების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა.გამოფენისა და მასში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შესახებ სრული […]

Წაიკითხე მეტი