სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”
იტალიის საელჩო თბილისში წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. რიგით მე-13 ფესტივალის პირველ კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ვერდის ოტელოს პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელთან, ლიტველ ტენორთან ქრისტიან ბენედიქტთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი მუსიკოსები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე […]
Წაიკითხე მეტიახალი ვებპორტალი Study in Italy
გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, მაგრამ ჯერ არ შეგირჩევიათ უნივერსიტეტი თუ სასწავლო კურსი? საგანმანათლებლო პროგრამის მოძიებაში დაგეხმარებათ უცხოელი სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი ვებპორტალი Study in Italy. აქ თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია იტალიის უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ, იტალიის მთავრობის მიერ შეთავაზებული სტიპენდიების მისაღებად კანდიდატურების წარდგენის პირობები, უმაღლეს სასწავლებლებში წინასწარი ჩარიცხვის პროცედურები და იტალიაში ცხოვრების უკეთ წარმართვისთვის სასარგებლო რჩევები. საგარეო საქმეთა […]
Წაიკითხე მეტიპოეტ დავით მაღრაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა
გუშინ ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა 2011 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილ ცნობილ ქართველ პოეტს, ასოციაცია „იტალია-საქართველოს” პრეზიდენტს, კულტურის ყოფილ მინისტრსა და საქართველოს ჰიმნის ავტორს დავით მაღრაძეს. ეს ჯილდო დავით მაღრაძეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთკავშირების პოპულარიზაციისთვის მიანიჭა.დავით მაღრაძეს, რომელიც […]
Წაიკითხე მეტი66 თვის სასწავლო სტიპენდია 2018-2019 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2018 წლის 7 მაისამდე
გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია განათლების, მეცნიერებისა და კვლევების კუთხით? თქვენს განკარგულებაშია იტალიის 61 საჯარო და 31 კერძო უნივერსიტეტის, 130-ზე მეტი ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტისა (AFAM) და უამრავი კვლევითი ცენტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 339 ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი. იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. […]
Წაიკითხე მეტიორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. ინტერვიუ ელჩის მოადგილესთან სტეფანო კრეშენცისთან
ვაჭრობის კუთხით, იტალია საქართველოს რიგით მესამე პარტნიორია ევროპის, და მეათე – მსოფლიო მასშტაბით. სავაჭრო ურთიერთობა წლიდან წლამდე მყარდება, როგორც იმ შესაძლებლობათა მეშვეობით, რომლებიც იტალიურ და ქართულ კომპანიებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებამ მისცა, ასევე, საქართველოში ინვესტირებით მზარდმა დაინტერესებამ იტალიის მხრიდან. მართალია, ამგვარი დაახლოება დროს მოითხოვს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის […]
Წაიკითხე მეტიონლაინ საინფორმაციო ბიულეტენის მეორე ნომერი “იტალიური ეკონომიკური დიპლომატია”
გამოქვეყნდა ონლაინ საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი “იტალიური ეკონომიკური დიპლომატია”, რომელიც მომზადებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ სააგენტო MF Dow Jones News-სთან თანამშრომლობით. საინფორმაციო ბიულეტენის ყველა გამოცემის ნახვა შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ნომრის მთავარი თემაა ეკონომიკური დიპლომატიის როლი იტალიის განვითარებაში. ასევე, იხილეთ სტატია “საქართველოს სურს, ევროპა აზიას დაუახლოვოს” (გვ. 15-18).
Წაიკითხე მეტიფლაიანოს სახელობის საერთაშორისო პრემია
ფლაიანოს სახელობის 45-ე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, 2018 წელს გაიცემა მე-17 საერთაშორისო პრემია იტალიანისტიკასა და იტალიურ კულტურაში. პრემიას გასცემს ენიო ფლაიანოს სახელობის კულტურული ასოციაცია და დ’ანუნციოს შემოქმედების შემსწავლელი ეროვნული ცენტრი, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. დაჯილდოვდება იტალიურ კულტურაზე შექმნილი და 03.2017-03.2018 პერიოდში იტალიურ ან უცხო ენაზე გამოქვეყნებული ნამუშევრების სამი ავტორი. ნაწარმოებები წარმოდგენილი უნდა […]
Წაიკითხე მეტიკონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად
იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და კულტურის ინსტიტუტების გენერალურმა დირექციამ გამოაცხადა კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად უცხოეთში იტალიური ენისა და კულტურის ხელშეწყობის ფონდის მეშვეობით. გაიცემა 10 პრემია (თითოეულის ოდენობა 9.500 ევროს შეადგენს) შემდეგი ნაწარმოებებისა და ნაშრომების იტალიური ენიდან უცხო ენაზე და უცხო ენიდან იტალიურ ენაზე თარგმანისათვის: პროზისა და პოეზიის ნიმუშები; ლიტერატურული ან ხელოვნების […]
Წაიკითხე მეტი2018 წელს კულტურული საქმიანობის სპონსორობა: ვადის გაგრძელება
იმ კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, რომლებმაც არაოფიციალურად გამოხატეს დაინტერესება, ჩაერთონ 2018 წელს იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის სპონსორობის პროგრამაში, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს ფორმალური მხარის დასრულება, 2018 წლის 26 იანვრის შესარჩევი პროცედურის განაცხადის მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2018 წლის 30 მარტამდე.
Წაიკითხე მეტიმილანის ბიკოკას უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2018
დაიწყო მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო საზაფხულო სკოლებში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება. საზაფხულო სკოლები წარმოადგენს 2-დან 3 კვირამდე ხანგრძლივობის საერთაშორისო კურსებს (უმთავრესად, ინგლისურ ენაზე), როგორც იტალიაში (მილანში, ტურინში, კომოსა და პონტე დი ლენიოში), ასევე უცხოეთში (ჩინეთში, ინდოეთში, ესპანეთსა და ყაზახეთში). 2018 წლის კურსებთან და სწავლის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტი