ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
28 მაისი 2019
შედევრები ეკრანებზე

მშვენიერებაში მოგზაურობას ჯოტოს შემოქმედებითი გზის რევოლუციური მომენტიდან ვიწყებთ. “მადონა დი ონისანტისთან” დაკავშირებით გამოფენის კურატორი ჯულიანო პიზანი ამბობს, რომ “ღვთისმშობლის სახე, მზერა, დამუწული ტუჩები და უნაზესი ღიმილი ღვთაებრივის განკაცების პირველ ნიშნებზე მიგვითითებს”. ამ პირველ ნიშნებს მხატვარი მოგვიანებით (1303-1305წწ.) პადუაში, სკროვენის კაპელის მოხატვისას დახვეწს, როდესაც ფრესკებში რეალიზმის ელემენტებს შემოიტანს: ფიგურების სახეებსა და ჟესტებში მათივე გრძნობები ირეკლება, გამოსახულებაში […]

Წაიკითხე მეტი
28 მაისი 2019
IMMAGICA. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში

გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში” გახლავთ შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროსა და იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებაში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიური კონტენტის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა. გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება […]

Წაიკითხე მეტი
21 მაისი 2019
იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული

დაიწყო იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული (2019 წლის 20-26 მაისი), რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია. კვირეული მსოფლიოს 100 ქალაქში იტალიური კინოპროდუქციისადმი […]

Წაიკითხე მეტი
16 მაისი 2019
სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტის (LUISS) მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიები

პრესტიჟული ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, გვიდო კარლის სახ. სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტი (LUISS) გთავაზობთ სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და საზაფხულო პროგრამებზე სასწავლად შემდეგი სპეციალობებისთვის: მენეჯმენტი, მარკენტიგი, ფინანსები, ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. განაცხადების წარდგენის ვადაა: 2019 წლის 17 ივნისი. დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის წარდგენისთვის დააჭირეთ აქ.

Წაიკითხე მეტი
16 მაისი 2019
იტალია-საქართველო, გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისთვის. მოგზაურობა ახლის აღმოსაჩენად

სახელოვნებო რეზიდენცია – ეს ის ადგილია, სადაც ხელოვანებს ახალი გამოცდილების შეძენისა და სხვა კულტურებთან შეხების საშუალება ეძლევათ. ეს დიალოგისა და პროფესიული ზრდის, ახალი აღმოჩენებისა და იდეების განხორციელების, განსხვავებული წარმომავლობის ან სულაც ხელოვნების განსხვავებულ დარგებში მომუშავე ხელოვანებთან აზრთა გაცვლისა და გაზიარების შესანიშნავი შესაძლებლობაა. გაცვლითი პროგრამა “იტალია-საქართველო. რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის” ამოქმედდა იტალიის საგარეო საქმეთა […]

Წაიკითხე მეტი
9 მაისი 2019
სამი იტალიელი პოეტი და მწერალი ქალი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

17 მაისს მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება, რომლის ფარგლებში გელოდებათ ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული ორი ღონისძიება: 18 მაისს, 16:00სთ-ზე, მწერალთა სახლში ჩატარდება შეხვედრა ანიტა პისკაცისთან, რიტა პაჩილიოსა და როზარია ლო რუსოსთან. იტალიელი პოეტი ქალები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ, ქართულ ენაზე თარგმანს კი ნუნუ გელაძე გაგაცნობთ. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის “ცოცხალი წიგნები” […]

Წაიკითხე მეტი
6 მაისი 2019
პრემია მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისთვის. განაცხადის წარდგენის ვადა: 2019 წლის 31 მაისი

იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: 10 (ათი) ფულადი პრემიით დაჯილდოვდება უცხო ენიდან იტალიურ ენაზე ან იტალიური ენიდან უცხო ენაზე ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი, კერძოდ: მხატვრული ლიტერატურა (პროზა და პოეზია); ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკა, ესეისტიკა, სამეცნიერო ლიტერატურა; კინო- და თეატრალური სცენარი. აღნიშნული ნაწარმოები უნდა უკავშირდებოდეს იტალიას, მის ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ლიტერატურას და […]

Წაიკითხე მეტი
6 მაისი 2019
63 თვის სასწავლო სტიპენდია 2019-2020 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2019 წლის 12 ივნისამდე

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია განათლების, მეცნიერებისა და კვლევების კუთხით? თქვენს განკარგულებაშია იტალიის 61 საჯარო და 30 კერძო უნივერსიტეტის, 130-ზე მეტი ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტისა (AFAM) და უამრავი კვლევითი ცენტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 339 ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი. იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის: სამაგისტრო პროგრამები; AFAM-ს […]

Წაიკითხე მეტი
24 აპრილი 2019
ატილიო ტომაზელო თბილისში, საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. რიგით მე-14 ფესტივალის გახსნით კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, არაჩვეულებრივ მომღერალთან, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო თამარ ალიბეგაშვილთან და სახელგანთქმულ ალბანელ ტენორთან, ჯუზეპე ჯიპალისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი დირიჟორი ატილიო ტომაზელო. მაესტრო ტომაზელო, ბევრი წელია, თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ საოპერო […]

Წაიკითხე მეტი
19 აპრილი 2019
მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე 2019

ჩვენი საელჩო, საკუთარი სტენდით, წელსაც მონაწილეობს ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც გაიმართება შაბათს, 4 მაისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე რიყის პარკში მოწყობილ “ევროსოფელში”. ჩვენი მეგობრების, “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” დახმარებით, საელჩოს თანამშრომლები სტუმრებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ჩვენი კულტურული საქმიანობის, იტალიაში სწავლის შესაძლებლობებისა და ტურიზმის შესახებ. “დანტე ალიგიერი საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” თანამშრომლები კი ბავშვებს […]

Წაიკითხე მეტი