ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 11 სტიპენდიას ახალგაზრდა უცხოელი მომღერლებისათვის ვოკალისტების დახელოვნების კურსზე სწავლისათვის. სტიპენდია გაიცემა 2020 წლის 1 იანვრიდან (სტიპენდიის ხანგრძლივობა 9 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს). განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 4 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო გასცემს 5 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის. კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია: ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის – 2019 წლის 4 სექტემბრამდე, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის – 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. სტიპენდია გაიცემა 2020 წლის 1 იანვრიდან და მისი ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

accademia alla scala logo