სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე მაღაროში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ტრაგედიას უკავშირდება. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) აფეთქების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელის, მათ შორის, 136 იტალიელის სიცოცხლე შეიწირა.
სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე მარსინელის ტრაგედიის მსხვერპლთა და სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა.
მინისტრმა მოავერო მილანეზიმ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა. მიმართვის ტექსტის სანახავად დააჭირეთ აქ.